აბუსელიძე როინ
გაზიარება

მაგრამ... 

"დაღამებისას რა უნდა გათენებისა თქვი შენ"

                                                               რეზო თებიძე  

მთვარე ტალღებში კოტრიალობს,
ღამეს თეთრი მოსავს ფარაჯა,
თითქოს ზეცა არის მოტიალო,
მაგრამ გამთენია არა ჩანს. 

მარტი თავს იბრაზებს მომეტებით,
რიცხვის ოცი უდგას დარაჯად,
თითქოს მრავლდებიან პოეტები,
მაგრამ პოეზია არა ჩანს.

დილა. ნაწვიმარზე ცისარტყელამ,
მთიდან მთაზე გადაალაჯა,
თითქოს ღრუბელია ღვთის საყელო,
მაგრამ თვითონ ღმერთი არა ჩანს.

სიო ნიავს ისე -ქარ-ულებს,
ზოლზე სანაპირო გაქაჩა,
ზეცამ მოიფერთხა სიქართულე,
მაგრამ საქართველო არა ჩანს.

დროა - დედამიწის ხეივანი,
გული აჩქარებას გადარჩა,
ნეტავ ვინმე იყოს, შევიყვარებ,
მაგრამ არავინ რომ არა ჩანს?...

ფანჯრებს ამინდები ეძაბება
და მეც თითქოს ველი განაჩენს,
ბრბოსთვის ვიმედოვნებ ვეწამები,
მაგრამ გოლგოთის გზა არა ჩანს.

დღეებს იმედები მოესია,
ხანამ გაისროლა დამბაჩა,
თითქოს გამოჟონა პოეზიამ,
ახლაპოეტები არა ჩანს

ქუჩა. საცალფეხო არა უფრო.
ლექსმა ჩემი ბედი განსაჯა,
ნეტავ ვინმე მყავდეს სასაუბროდ,
მაგრამ კაციშვილი არა ჩანს.

 

??????