პაპიაშვილი თამარ
გაზიარება

*** "დაგველოცოს დედა ენა ქართული" 

დაგველოცოს დედა ენა ქართული
ყოველივე საიდუმლოს სამარე,
მე ძეგლი ვარ, მდინარე ვარ, მთა ვარ
სამშობლოზე მეოცნებე თამარი.
ჩუქურთმებით მოხატული ქვა ვარ,
გუგუნი ვარ ჩემი ზღვის და ხმელეთის,
უსულგულო ისტორიის ხმა ვარ –
დედის მკერდზე მოწყვეტილი ჰერეთი.
თითქოს უკვე გადავშენდი ძელქვა,
თითქოს მუხას მუმლი შემომესია,
მე ხომ ერთ დროს საქართველო მერქვა
და მწყალობდა ღვთაებრივი მესია.
ისევ ტირის აჩეხილი ვაზი,
თითქოს ისევ ტამერლანის ცეცხლია,
გაყიდული საქართველოს ფასი,
ვაგლახ, ისევ ოცდაათი ვერცხლია.
მიზიარეთ მშობლიური ჰანგი,
იავნანამ იქნებ ისევ რამე ჰქნას.
არ მოვშალოთ მამა-პაპის ჩანგი,
ვინძლო ისევ საქართველო დამერქვას.
ოხვრით აღარ გავისივებთ გულებს,
ძველი სიბრძნე დაგვავიწყდა განა?
თუ მალამო არ განკურნავს წყლულებს –
საჭიროა დასტაქარის დანა!

??????