ცინცაძე ვანო
გაზიარება

მე დღეს გადამწვეს როგორც ნათურა 

რატომ დავდივარ ასე მტირალი?
რად არ მიცინის სახე და პირი?
მე დღეს გადამწვეს როგორც სპირალი
და მოტყუებულ ცხოვრებას ვტირი.
არეული გვაქვს გზა და ბილიკი,
(გული დარდისგან კვნესის და ოხრავს),
სასახლეებად იქცა ბირლიკი,
ქართველები კი ვნატრულობთ ქოხმახს.
ტაშისყულარი და გაჩიანი
ჩახჩახებს მუდამ, ღამით თუ დღისით,
და საქართველო, ასე მზიანი
მართლა ჩვენია თუ არის სხვისი?
ერისკაცობა დაგმობილია,
(ვეღარ ვატოკებთ მხრებსა და მკლავებს).
ალბათ, საფლავშიც დარდობს ილია,
საქართველოს რომ ქართველნი ჰკლავენ.
ერში სიკეთის არ ვართ მთესავნი,
(ჩვენი ცხოვრების მოდა მაკვირვებს!),
ჩამოთესლილი ზის მეფესავით
და ქართველი ჰყავს მოჯამაგირედ.
წამსვლელს და მომსვლელს ფეხქვეშ ვეგებით,
გული ყველასთვის რომ გვაქვს კარღიად,
აქ ღვივდებიან უცხო თესლები,
ქართველები კი სადღაც გარბიან.
სახლიდან სადღაც გაგვირბის შვილი
და წინ ვიღაცა უცხო უძღვება.
`ო, ღმერთო, ღმერთო, სულ ძილი, ძილი,
როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება?”
ჩვენი გოდება როდემდე გასტანს?
როდემდე ვგავდეთ მშიერ, ბებერ მგლებს?
ალბათ, საფლავშიც არ სძინავს ვახტანგს,
არ სძინავს დავითს, თამარს, ერეკლეს.
დაჟანგებულა ხმალი, ხანჯალი,
დადუმებულა ფარი და შუბი.
არ გვყავს მეფე და არ გვყავს სარდალი
და უკუღმართ ბედს ვაწვებით შუბლით.
ვაი, სირცხვილო, ძმანო, ქართველნო,
როგორ დავყარეთ ყველამ ფარ-ხმალი.
ვაზი არ ყვავის, რთველი არ რთველობს,
თავს გვაზის ყველა ბრიყვი, ახვარი.
ყველამ გვძლია და ყველა გვაშინებს,
ყველამ გვაჯობა ჭკუით, გონებით,
ვერაგი შაჰის ჯიშს და ნაშიერს
აფსუს, უომრად რომ ვემონებით.
დავკარგეთ გონი, აზრი და თვალი,
დავკარგეთ სული დღეს, ჩვენდა თარსად,
ერთ დროს ამაყი ქართველი ქალი
აყროლებულს ჰყავს გომურში ხასად.
წინაპართა ძვლებს გააქვთ ზანზარი
(დროა, შევიკრათ ყველა ერთ მუშტად!).
დღეს თუ იყიდა უცხომ ბაზარი,
ხვალ საქართველოს იყიდის მუქთად...
ქვეყნად ღიმილის კაცად მოვედი
და დღეს ცხოვრებას განვუდექ გვერდზე,
დავდივარ ერთი მწირი პოეტი
და ჩემს მიწაზე სამშობლოს ვეძებ.
ოცნების ზღვაში ვეღარ დავცურავ,
აღარ მიცინის სახე და პირი,
მე დღეს გადამწვეს როგორც ნათურა
და მოტყუებულ ცხოვრებას ვტირი..

??????