შალვაშვილი ბელა
გაზიარება

ჰქონდათ მიზეზი 

უხმოდ დაცილდნენ... სიტყვის გარეშე
და ყველაფერი იყო ნათქვამი...
მიაბიჯებდნენ სხვადასხვა მხარეს
ორივ მტყუანი... ორივ მართალი.
ჰქონდათ მიზეზი და – დაემდურნენ...
მერე... თავ-თავის ბილიკს დაეშვნენ...
არაფერია ამქვეყნად თურმე
მიზეზისა და მიზნის გარეშე.
ასე დაცილდნენ სიტყვის გარეშე
და ყველაფერი იყო ნათქვამი...
მიაბიჯებდნენ სხვადასხვა მხარეს,
თავ-თავის გულში ორივ მართალი.

??????