სოლომნიშვილი ზინა
გაზიარება

*** "ღამე დაუფრთხიათ" 

ღამე დაუფრთხიათ
მამლაყინწებს,
ღვინოში ბანაობს
გარიჟრაჟი...
ეჰა, გულო ჩემო,
რას ხარხარებ,
ხომ არ გამიგიჟდი,
გამიბავშვდი...
მკერდში რომ
ფრთხიალებ ფრთებშესხმული,
რამდენი
ორღობე და
ეზო გელის...
ბუხრებში
ღრუბლები იწვებიან,
გხვდება
გაბადრული მეზობელი!
იმდენი
სიმაღლე და
სილაღეა,
მოკლავს
სიმრუშე და
დარდი ცოდვილს,
რამდენი
კაი ყმა გყოლია,
ჩემო ქვეყანავ და
არ ვიცოდი!
ეხვევა ვაზი ჭიგოს,
ვით გოგო ბიჭს,
ბორკილი არ ჭირდება
არა სურვილს;
მთებიდან დილა
გადმომდგარა,
ლოყებატკრეცილი,
ალანძული.

??????