ჩახავა ჯემალ
გაზიარება

მოწყენის ერთი დღე 

დღეს ასე მოხდა, ვარ მოწყენილი,
კვნესის გიტარის თეთრი სიმები,
ცა წვიმისაგან ჩამოწველილი
მახურავს თავზე, როგორც იმედი.
ჩემთვის ვარ ახლა, ჩემთვის, სრულებით,
როგორც ოქროსთან ვიღაც `მეშჩანი~
და ჩემი ლექსის სათოფურები
სავსეა სევდით და კაეშანით.
ეს დღე ჩემია, დღეა პოეტის,
კვდება ვიღაცა გზაზე სიცილით
და სული ჩემი, უსათნოესი,
სავსეა ლამაზ დღის სიმძიმილით.
ათასი ჩიტის შრიალა ფრთებით
ჩემი მიზანი მიფრინავს ცისკენ,
და ამ ჩემს კოლხურ სპილოსფერ ძვლებში
გაბზარულ ტკივილს დევივით ვითმენ.
ეცემა მწუხრი კოლხეთის ველზე,
ასწლოვან ხეთა ისმის გოდება,
დაკარგულ დღეებს ბავშვივით ვეძებ
და ჩუმი სევდა კვლავ მეორდება.
მე ჩემი სისხლის ყველა წვეთს გაძლევ...
ჩემთან ხარ ახლა და უნდა გიძმო
და ლექსებს, როგორც დაუცლელ ვაზნებს,
ჩუმ ჭრილობებში ქილებად ვიწყობ.
დღეს ასე მოხდა, ვარ მოწყენილი,
კვნესის გიტარის თეთრი სიმები,
ცა წვიმისაგან ჩამოწველილი
მახურავს თავზე, როგორც იმედი.

??????