ომი
ომის დროს, როცა ჩვენს სოფელში გერმანელ `ფრიცებს”
ღამის სათევად მახსოვს ჩემი ოთახი მისცეს,
ერთ-ერთ გერმანელს, არწივზე რომ ამბობდა უარს,
მიტომ კი არა, დაეძებდა მართალს და მტყუანს, –
მეჩვენებოდა, ერთგულების სჯეროდა ცოტა
და როცა მოკვდა, მოძმეები უსტვენდნენ მოცარტს,
ვინ იცის, დღესაც მამაჩემის დაკარგულ სუნთქვას
სახება `ფრიცის” გაკვირვების სვეტივით უდგას...
მე ვნახე ომი, გამარჯვების დღეებიც ვიცი
და ერთნაირად მებრალება მამა და `ფრიცი”.