უცხო ზღაპარი იყავი,
თმებში ჩაწნული გვირილით,
გულის ტკენამდე მიყვარდი,
მხიბლავდი გულის ტკივილით.
უშენოდ მიღამდებოდა,
დილა მოგყავდა ღიმილით,
მტოვებდი, სუნთქვა მეკვროდა
ხმაგაკმენდილი სიმივით.
დრო მიდის, აღარ ბერდება,
სიყრმეს ნასხლეტი ყივილი...
და დღემდე ისევ მიყვარხარ
სულის და გულის ტკივილით!