დუნდუა ანა
გაზიარება

ნატვრა ექსკლიუზივი

ნეტავი ილიასავით მეწია ქვეყნის ჭაპანი,
ნეტავი აღმაშენებლის მე დამერწია აკვანი.

ნეტავი დემეტრესავით ქვეყნისთვის თავი დამედო
და მღვდელი თევდორესავით მტერი უფსკრულში ჩამეგდო.

ნეტავი თამარ დედოფლის ფატა მხუროდა მზიანი,
ნეტავი რუსთაველივით ვყოფილიყავი ჭკვიანი.

ნეტავი გორგასალივით თბილის ქალაქი ამეგო,
მეფე პატარა კახივით ქვეყნისთვის თავი დამედო.

ნეტავი ბარათაშვილის მე დამეწერა “მერანი”,
მომასვენებდნენ განჯიდან და ვერ შემცვლიდა ვერავინ.

ნეტავ ფშაველა მენახა თვალზე მზე გაუხუნარი
და დამეწერა “არწივი” მქონოდა ამის უნარი.

ნეტავი გალაკტიონის სული მქონოდა გრძნეული,
მასავით ხალხს ვყვარებოდი, თუნდ ქვეყნად მევლო ეული.

ნეტავი აღზევანიდან მომატანინა მარილი,
სამასი არაგველების დიდედა ვიყო ნამდვილი.

აკაკისავით მემღერა, როს ჩანგი ხელში ეჭირა
და ცოტნე დადიანივით სამშობლოს ბედზე მეტირა.

ნეტავი დარუბანდიდან ჩამომეტანა კარები,
საქართველოსთვის მერეკა ოშკიდან დედო ზარები

??????