რიმნისთაველი დიკი
გაზიარება

გაფანტული ენძელები 

განგება უფლის აღმართს შეუყვა,
ვერ შემიცვალა ამან გუნება
მთებს თივის ზვინი მხრებზე შეუდგამს
და ღრუბლებს ასე ელამუნება.
ფიქრები დგანან გაუხიზნავი,
თითქოსდა ბედმა გამამზეურა
და მიმაცილებს მლეთი სიზმარი
უსიერეთში, ანაზდეულად.
შევეხმიანე გულ-მართალ ძეძვებს,
როცა უეცრად მოვავლე თვალი,
მე კი გაფანტულ ენძელებს ვეძებ
და ამერია ძებნაში კვალი.

??????