რიმნისთაველი დიკი
გაზიარება

მამულს დავლოცავ 

ნუ მემდურები, ცოტაც მადროვე
როგორმე უფალს სიმართლე ვუთხრა,
ივრის ჭალებში ფიჩხს შევაგროვებ,
იმით აგინთებ გამომქრალ ბუხარს.
არ მოვეშვები, იცი ამ წუწუნს,
მე სიყვარულის მომლოდინე ვარ,
დაველოდები ქვევრში ჩაწურულ
ფეხძიმე ვაზის მოლოგინებას.
და მერე, ალბათ, ვეღარ მიხსნიან
ტალღები შლეგი, გიჟი რიონის
სულის უწმინდეს ჯამში მისხია
ქართული ჯიშის წმინდა მირონი.

??????