წიკლაური მამუკა
გაზიარება

იოსების სიკვდილი 

აი, ლამპა ჩაიწია, ნავთი ამოიცალა
გულსაც ეყო, რაც იგრგვინა, იომა და იწვალა,
ვერ ვიტყვი, რომ იოსები უცებ გარდაიცვალა!
...
ჯერ ერთხელ `გააკულაკეს~ იგი –
გაირეკეს რქამაღალი ხარები
და დოღებში მონავარდე ცხენები;
ახლა მეორედ `გააკულაკეს~ –
გაფხიკეს თევზის ხერხემალივით.
მერე მიუხტნენ და დაიჭირეს:
– მტრის მხარეზეა,
სტალინის გზას არ მიჰყვებაო.
...ჯოჯოხეთიდან დაბრუნებულს კი
სხვა ჯოჯოხეთი დაუხვდა სახლში:
დედ-მამა მის ჯავრს გადაჰყოლია,
ცოლი კი ცოლად იმ კაცს დაესვა,
ვინც გაირეკა ხარები და ლურჯა ცხენები.
...აიღო თოფი და ის ერთი ზუსტი გასროლა
სასამართლოში შეაფასეს ათწლიან ციხედ.
ასე ნელ-ნელა კვდებოდა იგი,
დღეს კი სიკვდილი საბოლოოდ მიეპატრონა.
...
გულსაც ეყო, რაც იგრგვინა, იომა და იწვალა,

??????