უბრალო სიტყვა ექსკლიუზივი
ის ჩვენთან იყო,
ვერ ვამჩნევდით, მაგრამ აქ იყო,
ვგრძნობდით და მისი გულისცემა
წვდებოდა ყველას,
ვინც მის სიტყვებში ხედავდა სივრცეს
და პოულობდა იმავე დუმილს,
მაგნიტივით რომ იკრობს და იკრებს
ადამიანურ სისუსტეებს, რომ არ გვეთმობა..
ან რა შეგვეძლო დუმილის გარდა
უხილავ ძაფზე ჩიტებივით ჩამომსხდარ ფიქრებს..
ის აღებს ჩემში ჩამალულ სარკმელს,
ის ჩემშია და გულივით მიცემს,
როცა ვპოულობ უბრალო სიტყვას,
როგორც ყვავილი გასაშლელ სივრცეს.
9. 3. 2012 წ.
ვერ ვამჩნევდით, მაგრამ აქ იყო,
ვგრძნობდით და მისი გულისცემა
წვდებოდა ყველას,
ვინც მის სიტყვებში ხედავდა სივრცეს
და პოულობდა იმავე დუმილს,
მაგნიტივით რომ იკრობს და იკრებს
ადამიანურ სისუსტეებს, რომ არ გვეთმობა..
ან რა შეგვეძლო დუმილის გარდა
უხილავ ძაფზე ჩიტებივით ჩამომსხდარ ფიქრებს..
ის აღებს ჩემში ჩამალულ სარკმელს,
ის ჩემშია და გულივით მიცემს,
როცა ვპოულობ უბრალო სიტყვას,
როგორც ყვავილი გასაშლელ სივრცეს.
9. 3. 2012 წ.