ალხაზიშვილი გივი
გაზიარება

სიტყვა მინათებს წყვდიადს ექსკლიუზივი

სიტყვა მინათებს წყვდიადს, როცა შენით ვივსები
და მარტოკაცი მარტო არაა,
თავისთავს თვალი რომ აარიდა...

დროდადრო მტოვებ, უჩინარდები,  
შენ სხივად იქეც,
გადმომყურებს ხსოვნა მთვარიდან..

უხილავ მზესაც შესძლებია ცეცხლის გაჩენა
და აღარ მიკვირს,
რომ მე შენი სუნთქვით ვიწყები.

ზოგჯერ შენ სითბოს ვეძებ ბრმასავით,
ვერ გხედავ,
მაგრამ შენ გეფიცხები.


21. 2. 2012

??????