გეთიაშვილი რეზო
გაზიარება

სამოთხის კართან ექსკლიუზივი

თითქოს ახლო ვარ სამოთხის კართან,
და თითქოს ჩვენზე ლოცულობს ქარი,
მე სახლში შენი სურნელი წამყვა
და გულზე შენი თითების კვალი.

ცისფერი ღამის ფიქრიან სიზმრებს
შენზე ლოცვები წვიმებად უვლის,
მე მზეში შენი ღიმილი ვიგრძენ
და ცაში -  შენი ლამაზი სული.

რამდენი დამრჩა უთქმელი სიტყვა,
სანთელსაც თითქოს ცრემლები შვენის.
მე უშენობაც საოცრად მიყვარს,
და უშენობაც სავსეა შენით.

თითქოს ახლო ვარ ბედნიერ წამთან,
და თითქოს სევდას მაშორებს ქარი.
მე სახლში შენი ცრემლები წამყვა,
და გულზე -  შენი თითების კვალი.

??????