სიცხე ექსკლიუზივი
ისე აცივდა, თვალმა მზერა რომ მოუშია,
თითქოს ოთახმა გაიხადა ყველა სამოსი,
თითქოს ფარდებში გაბლანდული მთვარეც მრუშია,
თითქოს არ მსურდა და სიზმარში მაინც წამომცდი.
და ამ ღამეში ისე მინდა შენი სხეული,
ისე უფეროდ, ისე უღვთოდ, ისე უსულოდ,
რომ ცა ლექსივით შუაზეა გადახეული
და ვცდილობ ბინდში წამოროშილ ფიქრს მოვეფერო,
მხოლოდ სურნელით - რომელიმე ყვავილის, ალბათ,
კვლავ აღგადგინო, კვლავ აგაგო თხემით-ტერფამდე,
ყველა ტაძარზე ვნებიანად, მართლად თუ ყალბად,
ჩემი თვალები რომ ძილშიაც ბრაზით გყეფავდნენ.
ჩემი ოთახი - ერთნაირი როგორც სამარე-
ღია ფანჯრიდან გადაფრინდეს ღია მიწისკენ,
მერე ზამთარმა მომიქნიოს ქარის ქამარი
და გამომთვრალი დავიკრუნჩხო ტკბილი სიმწრისგან.
ისე აცივდა, გავიხადო ლამის სამოსი,
ჯერ კი შეგიპყრო და ოთახში ცეცხლად დაგანთო,
ცივი თითები მივუშვირო ღადარს გამოცლილს,
და მშრალი ბაგით ჩამოვკრიფო მთელი ჯაგანი...
დღეს მთვარესავით შიშველია ჩემი ოთახი,
დღეს არ მინდოდა და სიზმარში მაინც წამომცდი.
ისე აცივდა, გამოხსენო უნდა ცოტა ხნით,
გაიხადო და მომახურო ცხელი სამოსი.