რომეო და ჯულიეტა (მთარგმნელი: ვახტანგ ჭელიძე)
მოქმედი პირნი
ესკალუსი, ვერონის პრინცი
პარისი, ახალგაზრდა კეთილშობილი, პრინცის ნათესავი
მონტეგი
კაპულეტი ორი ერთმანეთის მოქიშპე ოჯხის თავი
სხვა კაპულეტები
რომეო, მონტეგის ვაჟი
მერკუციო, პრინცის ნათესავი და რომეოს მეგობარი
ბენვოლი, ქ-ნ კაპულეტის ძმისწული
ლორენცო
იოანე ფრანცისკანელი ბერები
ბალთაზარი, რომეოს მსახური
სამსონი
გრეგორიო კაპილეტის მსახურნი
პიეტრო, ჯულიეტას გამდელის მსახური
აბრამი, მონტეგის მსახური
მეაფთიაქე
სამი მემუსიკე
ფარეში პარისა
ოფიცერი
ქალბატონი მონტეგი, მონტეგის მეუღლე
ქალბატონი კაპულეტი, კაპულეტის მეუღლე
ჯულიეტა, კაპულეტის ქალიშვილი
გამდელი ჯულიეტასი
ვერონის მოქალაქენი, ორივე ოჯახის ნათესავები, დარაჯები, მსახურები, გუნდი და ნიღბოსნები
მოქმედება _ ვერონაში. ერთი სურათი მეხუთე მოქმედებისა _ მანტუაში.
პროლოგი
(შემოდის გუნდი)
გუნდი
აი ამბავი, თუ როგორი ბედი სწვევია
ტურფა ვერონის ორ ძველ ოჯახს, ცნობილებს დიდად,
მამათა შუღლი ახალ მტრობად გადუქცევიათ
და წმინდა სისხლით შეუბღალავთ ხელები წმინდა.
შავბედ ვარსკვლავზე, სავავალოდ ამ ორმა გვარმა
ორი ნათელი სიყვარულის ვარსკვლავი შობა,
შემდეგ საბრალო მიჯნურების ბედის ავდარმა,
მათმა სიკვდილმა საბოლოოდ შესწყვიტა მტრობა.
გულისმწყვლელია სევდიანი ამბავი მათი!
თუ ვით ნახავენ ძველი მტრობის მოსასპობ წამალს,
თუ ვით მოკვდება ორი ბავშვი ძველ მტრობისათვის,-
ამ ორ საათში დაინახავთ ყველაფერ ამას.
და თუ რაიმეს ვერ იმხვდერხართ ჩვენს წინათქმში,
თვალი ადევნეთ მოქმედებას, მივხვდებით მაშინ.
(გადის გუნდი)
მოქმედება პირველი
სურათი პირველი
ვერონა. მოედანი.
(შემოდიან ხმლებითა და ფარებით შეიარაღებული სამსონი და გრეგორიო- კაპულეტების მსახურნი)
სამსონი
გრეგორიო, რაც არ უნდა მოგვივიდეს, თავს ნურავის გავამურინებთ!..
გრეგორიო
როგორ თუ გავამურინრბთ! მენახშირეები ხომ არა ვართ!
სამსონი
ჯერ მათქმევინე: თუ ვინმემ გვაწყენინა, მაშინვე ხმალი ვიძროთ.
გრეგორიო
კარგი იქნება, შენ ნუ მომიკვდე, ოღონდ ფრთხილად, გოგრა არავინ წაგაძროს.
სამსონი
მე თუ ვინმემ გამახელა, ხელადვე ვეკვეთები.
გრეგორიო
ეგ არის, რომ მძიმედ იცი გახელება.
სამსონი
რას ამბობ, მონტეგის ძაღლიც კი საჩხუბრად აღმძრავს ხოლმე.
გრეგორიო
აღმძრავსო?! მაშ უნდა აიძრე და გაიქცე?! მამაცობა ის არის, ერთ ადგილას გაჩერდე!
სამსონი
მაგათი ძაღლის დანახვაზე მართლაც გავჩერდები, ფეხს არ მოვიცვლი. მონტეგის მსახურებისა და მოახლეების წინაშე კედელს აღვართავ.
გრეგორიო
ჯაბანი მონა ყოფილხარ: კედელს სუსტები ეფარებიან.
სამსონი
მაგას კი მართალს ამბობ. იმიტომაც აჭეჭყენ ხოლმე ქალებს კედელზე, სუსტი ჭურჭლები რომ არიან. მეც ავდგები და მონტეგის მსახურებს კედლიდან გადმოვყრი, მოახლეებს კედელზე მივაჭეჭყ.
გრეგორიო
ჩვენ ხომ მსახურები ვართ, ჩხუბი ჩვენს ბატონებს აქვთ.
სამსონი
ეგ სულ ერთია. მე უნდა ვაჩვენო მაგატ რა მტარვალიცა ვარ. კაცებთან რომ ჩხუბი მომივა, გოგოებსაც არ დავინდობ, სულ თავებს წავაცლი.
გრეგორიო
გოგოებს წაააცლი თავებს?
სამსონი
მაშა! ან ქალწულობის კოკორს ავაცლი. როგორც გინდა, ისე გაიგე.
გრეგორიო
მაგას ის გაიგებს, ვინც გამოცდის.
სამსონი
შენ ფიქრი ნუ გაქვს, გამიგებენ, მაგრამ მაგრად ვდგავარ. ის კი ყველამ იცის, რა ნაჭერი ხორციცა ვარ.
გრეგორიო
კარგია, თევზი არა ხარ, თორემ სულ წყალწაღებული იქნებოდი. აჰა მონტეგის ორი მსახურიც. ხმალი იშიშვლე!
(შემოდიან აბრაამი და ბალთაზარი)
სამსონი
ხმალი მზადამაქვს; შენ ჩხუბი დაიწყე, მაშინვე ზურგში მოგექცევი.
გრეგორიო
რაო? ზურგს შემაქცევ და გაიქცევი?
სამსონი
ჩემი ნუ გეშინია.
გრეგორიო
ეგღა მაკლია, შენი მეშინოდეს!
სამსონი
ვცადოთ, კანონი ჩვენს მხარეზე იყოს: როგორმე იმათ დავაწყებინოთ ჩხუბი.
გრეგორიო
როცა ჩავუვლით, მე შევუბღვერ, მაგათ კი როგორც ენებოთ, ისე მიიღონ.
სამსონი
როგორც ენებოთ კი არა, როგორც გაბედავენ. მე ფრჩხილს მოვიკვნეტ მაგათ დასანახათ. თუ მოითმინეს, თავი მოეჭრებათ და ეგ არის.
აბრაამი
ნეტა მაგ ფრჩხილს რას იკვნეტთ, ვაჟბატონო?!
სამსონი
მე ჩემს ფრჩხილს ვიკვნეტ, ჩემო ბატონო.
აბრაამი
ჩვენს დასანახათ იკვნეტთ?
საამსონი
(ჩუმად გრეგორიოს) კანონი ჩვენს მხარეზე იქნება, “ჰო” თუ ვუთხარი?
გრეგორიო
(ჩუმადვე) არა.
სამსონი
არა, ბატონო, მე ჩემი ფრჩხილი მოვიკვნიტე.
გრეგორიო
ჩხუბი ხომ არ მოგინდათ, ბატონო?
აბრაამი
ჩხუბი?! აჰ, არა, ბატონო.
სამსონი
იქნებ მოგინდათ, გვიმსახურეთ! იცოდეთ, რომ ჩვენი ბატონი თქვენს ბატონზე ნაკლები არ არის.
აბრაამი
არც უკეთესია!
სამსონი
ვითომ?!
გრეგორიო
(ჩუმად სამსონს) უკეთესია-თქო, უთხარი, აგერ ქალბატონის ძმისწული მოდის.
სამსონი
დიხაც უკეთესია!
აბრაამი
მიჰქარავ!
სამსონი
გამოდი, თუ ბიჭი ხარ! აბა, გრეგორიო, ერთ შენებური დარტყმა გაიხსენე
(ჩხუბს დაიწყებენ. შემოდის ბენვოლიო)
ბენვოლიო
შეჩერდით ჩქარა, ჰე ბრიყვებო, ხმლები ჩააგეთ!
(ხმლებს გააგდებინებს)
თქვენ არც კი გესმით, რას სჩადიხართ.
(შემოდის ტიბალტი)
ტიბალტი
ოჰო, ამ ლაჩარ არამზადებს დარიე ხელი?!
აქეთ მობრუნდი, ბენვოლიო, სიკვდილს გაჩვენებ.
ბენვოლიო
ვცდილობ, როგორმე გავაშველო. ხმალი ჩააგე,
ან მომეშველე მაგ მახვილით და გავაზავოთ.
ტიბალტი
თან ხმლით მიიწევს, თან კი ყბედობს გავაზავოთო!
მე მძულს ეგ სიტყვა, ვით შენ მძულხარ, ვით ჯოჯოხეთი,
ვით მონტეგების მთელი მოდგმა! გამოდი, მხდალო!
(ჩხუბს დაიწყებენ. შემოდის რამდენიმე კაცი ორივ ეგვარისა. ისინიც ჩხუბში ჩაერევიან. შემდეგ შემორბის სამი თუ ოთხი მოქალაქე კეტებით).
მოქალაქენი
ჩქარა კეტები... ნაჯახები... შუბები აქეთ!
დასცხეთ აქეთ ამ კაპულეტებს!... მენტეგებს დასცხეთ!...
(შემოდიან მანტიამოსხმული მოხუცი კაპულეტი და ქ-ნი კაპულეტი).
კაპულეტი
რა ხმაურია? ჩემი გრძელი ხმალი მომეცით!
ქ-ნი კაპულეტი
აჰა, ყავარჯენი, ყავარჯენი! ხმალი რად გინდა?
კაპულეტი
მომეცით-მეთქი ჩემი ხმალი. მოხუცი მონტეგ
მოდის აქეთკენ და ხმლის ქნევით მე მემუქრება.
(შემოდიან მოხუცი მონტეგი და ქ-ნი მონტეგი).
მონტეგი
ო, არამზადა კაპულეტო, ნუ, ნუ მაკავებ.
ხელი გამიშვი!
ქ-ნი მონტეგი
შენი მტრისკენ ბიჯსაც არ წარსდგამ.
(შემოდის პრინცი ესკალუსი ამალით).
პრინცი ესკალუსი
შფოთის ამტეხნო, მოქიშპენო, მშვიდობის მტერნო
მეზობლის სისხლში ხელგასვრილნო, თავლაფდასხმულნო!
არ ესმით ნეტა?! ჰეი, ჰეი, ხალხნო! მხეცებო!
თქვენ გეუბნებით, მტრობის ცეცხლს რომ აქრობთ თქვენივე
სხეულებიდან მომჩქეფარე წითელ შადრევნით.
შორს გადასტყორცნეთ ეს შავბედ დღეს ნაწრთობი ხმლები
და მოუსმინეთ ანრისხებულ პრინცის განაჩენს,
თორემ განანებთ – არ დაგინდობთ, წამებით მოგკლავთ.
უკვე მესამედ ჩხუბმა, მონტეგ და კაპულეტო,
თქვენი უაზრო მითქმა – მოთქმით გაღვივებულმა,
ჩვენი ქუჩების მყუდროება არივ – დარია.
ვერონის მცხოვრებთ ღირსეული სამკაულები
შეაცვლევინა ჟანგიანი ძველი შუბებით,
რომ შემმუსვრელი თქვენი მტრობა მით შეემუსრათ.
კვლავ თუ გაბედეთ ჩვენს ქუჩებში აყალმაყალი,
სიცოცხლის ფასად დაგიჯდებათ თქვენ დამშვიდება.
ახლა ყველანი, ვინც აქა ხართ, დაიშალენით.
თან გამომყვები შენ კაპულეტ, შენ კი, მონტეგო,
გამოცხადდები სამსჯავროში გღეს შუადღისას,
და იქ მოისმენ ჩვენს განაჩენს. კიდევ გაფრთხილებთ,
დაიშალენით, თორემ ყველას სიკვდილით დაგსჯით!
(გადის ყველა, გარდა მონტეგისა, ქ-ნი მონტეგისა და ბენვოლიოსი)
მონტეგი
ნეტა ვიცოდე, ძველი დავა ვინ გააღვივა!
მითხარ ძმისწულო, შენც აქ იყავ, როცა ეს მოხდა?
ბენვოლიო
კაპულეტების მსახურებისა და თქვენსა მსახურთ
გახურებული ჩხუბი ჰქონდათ, მე რომ მოვედი;
გასაშველებლად მივეშურე, მაგრამ უეცრად
ანჩხლი ტიბალტი შემოვარდა, ხმალამოწვდილი,
იქნევდა მახვილს, გამწარებით ჩეხავდა ჰაერს,-
მაშინვე მივხვდი, ამით სურდა ჩემი გაწვევა,-
ქარი კი მასვე დასცინოდა ანცი სისინით.
ჩვენი ჩხუბის დროს მოზღვავდა და მოზღვავდა ხალხი.
დაიწყეს ხელად ერთმანეთში გუნდ-გუნდად ბრძოლა,
ვიდრემდე პრინცი ორივე გუნდს არ გარეკავდა.
ქ-ნი მონტეგი
ნეტავ რომეო სად იქნება? ხომ არ გინახავს?
კიდევ კარგი, რომ ჩხუბში ისიც არ ჩაერია.
ბენვოლიო
ერთი საათით მასზე ადრე, ვიდრე წმინდა მზე
აღმოსავლეთის ოქროს სარკმელს გადმოხედავდა,
გარეთ გამოველ, სევდიანი, ფიქრთ გასართველად.
მაშინ ვიხილე, ქალბატონო, მე თქვენი ვაჟი
ქვემოთ, ქალაქის დასავლეთით, ლეღვის ჭალაში,
დილაადრიან გამოსული დასეირნობდა.
პირდაპირ მისკე გავექანე. . . რომ დამინახა,
მაშინვე თავი ამარიდა, ტყეს შეეფარა.
მყის თავი ჩემი წარმიმიდგა ამნაირ დღეში,-
ასეთი რამე მეც რამდენჯერ გამომიცდია,-
ხელადვე მივხვდი – მარტო ყოფნა ერჩივნა მაშინ,
მე ჩემს გუნებას გავყევი და სიამოვნებით
მას გავეცალე, ვინც ცდილობდა თავად გამცლოდა.
მონტეგი
ბევრჯერ უნახავთ დილდილობით ჭალაში იგი;
თურმე ბილის ნამს უმატებდა საკეთარ ცრემლებს
და ღრუბლის ქულებს ამრავლებდა ოხვრით და ხვნეშით.
მაგრამ როდესაც მზე, სიამის მომნიჭებელი,
აღმოსავლეთით დაიძრება, რათა ავრორას
სარეცელიდან შორს გაჰფანტოს ჩრდილის ფარდები,
ჩემი გულმძიმე ვაჟიშვილი შინისკენ მორბის,
შემოვარდება, ჩაიკეტავს ოთახის კარებს,
დახურავს ფანჯრებს, დილის ნათელს გარეთ განდევნის,
ღამის სიბნელედ გადაიქცეს დღის ელვარებას.
ვიცი შავ დღეში ჩავარდება ასეთი ქცევით,
თუკი როგორმე არ ვიხსენით კეთილი რჩევით.
ბენვოლიო
მაგრამ მიზეზი ხომ არ იცით, ძვირფასო ბიძავ?
მონტეგი
არა, არ ვიცი. არაფერი წამოსცდენია.
ბენვოლიო
არ გამოჰკითხეთ? არ ცდადეთ გამოგეტეხეთ?
მონტეგი
მე თვითონ ვცადე, მეგობრებიც ბევრს შეეცადნენ,
მაგრამ ამაოდ – ჯიუტია, თავისნათქვამი,
თავს მოიკლავს და გულისპასუხს არვის გაანდობს,
ისეთნაირად გულდახშული და მდუმარეა,
როგორც კოკორი, მატლები რომ ღრღნიან ერთიან,
ვიდრე ტკბილ ფურცლებს გაფურჩქნიოდეს სიტურფეს თვისას.
გაგვაგებინა ამ ნაღველის მიზეზი ჩვენა,
მაშინ წამალსაც მოვძებნიდით მის მოსარჩენად.
(შემოდის რომეო)
ბენვოლიო
აგერ, რომეოც. თქვენ წაბრძანდით, მარტო დამტოვეთ,
მე გამოვკითხავ დარდის მიზეზს, არ დამიმალავს.
მონტეგი
ნეტავი მართლა გაგიმჟღავნოს გულისპასუხი,
ჩვენ გაგეცლებით – გამომყევი, ჩემო მეუღლევ.
(გადიან მონტეგი და ქ-ნი კაპულეტი)
ბენვოლიო
მშვიდობის დილა, ბიძაშვილო.
რომეო
რა დროს დილაა!
ბენვოლიო
ეს წუთი იყო ცხრა დარეკა.
რომეო
ჰოი, ვაგლახ მე,
ხო ხედავ, როგორ ზლაზვნით გადის ნაღვლიანი დრო.
ის მამა იყო, ასე სწრაფად რომ გარტიალდა?
ბენვოლიო
ჰო, მამა იყო. ბიძაშვილო, მითხარი მაინც,
დროს ამნაირად რომ გიგრძელებს რა ნაღველია?
რომეო
იმის არ ქონა, რის ქონაც შეამოკლებდა.
ბენვოლიო
მაშ, მიჯნური ხარ?
რომეო
მოკლებული.
ბენვოლიო
როგორ, სიყვარულს?
რომეო
მის თანაგრძნობას მოკლებული, ვინაც მე მიყვარს.
ბენვოლიო
ეჰ, სიყვარული შორიდან ჩანს ასეთი ტკბილი,
თორემ ნამდვილადმტარვალი და მწამებელია.
რომეო
ვაგლახ, სიყვერულს ახვეული ხომ აქვს თვალები,
გზას მაინც იგნებს, მაინც ტკბება ჩვენი წვალებით.
სად ვისადილოთ? აჰ, ვაიმე! რაზე ჩხუბობდნენ?
თუმცა რას გკითხავ, უკვე მითხრეს სუყველაფერი.
ეს მძულვარება, თავისთავად, ბოროტებაა,
მაგრამ მეტ ბოროტს სიყვარული გვიმზადებს ხოლმე.
ოი, სინაზე მძულვარების! ო, ტრფობის შფოთვა!
ო, ყველაფერი, წარმომდგარი არაფერისაგან;
დინჯი სილაღე და ამაო სიდარბაისლე,
ბნელი ქაოსი ლამზ სახის ქმნილებათაგან,
ნათელი კვამლი, ცივი ცეცხლი, ტყვიის ბუმბული,
ავადმყოფური სიჯასაღე, ძილი ფხიზელი,
რომელიც სულაც არ ჰგავს ძIლსა... ამნაირ გზნებას,
ასეთ სიყვარულს განვიცდი მე; არ გეცინება?
ბენვოლიო
არა, მე უფრო მეტირება.
რომეო
კეთილო სულო,
მერე და რისთვის?
ბენვოლიო
იმისათვის, რომ დაღვრემილს გხედავ.
რომეო
დასაბამითვე სიყვარულმა ეს დაგვიბედა.
გულს ლოდად მაწევს ჩემი სევდა, ისედაც მწველი,
შენმა სევდამ კი, ლამის არის, დამრიოს ხელი:
შენ თანამიგტძნობ, და მაგ ძმობით, მაგ სიყვარულით-
ჩემს ნაღველს შენიც ემატება, მიკვდება გული.
ყრფობა კვამლია, წარმომდგარი ოხვრით და ხვნეშით,
ხან, თუ აღეგზნო, ცეცხლს აკვესებს მიჯნურთ თვალებში,
გზა თუ დაუხშეს, ცრემლების ზღვად იქცევა მაშინ.
კიდევ რა არის სიყვარული? სიგიჯე არის,
ბრძნული სიგიჟე, ნაღველი და სიმწარე მტკბარი.
მშვიდობით იყავ, ბიძაშვილო.
ბენვოლიო
მეც გამოგყვები,
თუ არ წამიყვან, იცოდე, რომ გულს დამწყვეტ ამით.
რომეო
განა აქა ვარ, ჩემი თავი დავკარგე სულაც,
რომეო არ ვარ, იგი სადღაც გადაკარგულა.
ბენვოლიო
კარგი, ნუ ხუმრობ, ეს მითხარი, ვინ შეიყვარე?
რომეო
მაშ გითხრა კვნესით?
ბენვოლიო
ნუ ხუმრობ, მითხარი ბარემ!...
რომეო
ავადმყოფს თავზე რომ დაადგე, ანდერძი სთხოვო,
მარტო ამ სიტყვის გაგონებაც მოუღებს ბოლოს.
არ გეხუმრები, ბიძაშვილო, მე ქალი მიყვარს.
ბენვოლიო
კარგად მიმირყამს: აკი მივხვდი, ქალი გიყვარდა.
რომეო
კარგო მსროლელო, მშვენებაა ჩემი ტფიალი.
ბენვოლიო
მით უფრო კარგი, კარგ სანიშნოს კარგად მოხვდება.
რომეო
ახლა კი მართლაც ააცდინე: იმ ქალს, ძმობილო,
სულ ტყუილია, კუპიდონის ისრით ვერ დასჭრი.
სიბრძნით, სიქველით სახელგანთქმულს დიანას დარად,
უმანკოება და სიწმინდე მას დაიფარავს.
ტრფობის ბალღური ისრისაგან უვნებელია.
არ დაგანებეს, დააშტერდე ურცხვი თვალებით,
სასიყვარულო სოტყვებს ყურსაც კი არ ათხოვებს,
ვერც თვით წმინდანთა მაცდუნებელ ოქროთ შეაცდენ.
მშვენებით მდიდარს, სიღარიბეც ასდევნებია,
რადგან სიკვდილი მის მშვენებას თან გაიყოლებს.
ბენვოლიო
ნუთუ შეჰფიცა სიკვდილამდე უმანკოდ დარჩეს?
რომეო
ასე შეჰფიცა და სიძუნწით დაღუპვას არჩევს,
რადგან ხომ იცი, სილამაზის დამშევით ძალზე
შთამომავლობა მოაკლდება კვლავ სილამაზეს.
ის მეტისმეტად ლამაზია, ჭკვიანიც მეტად,
რომ ჩემის ჩაგვრით თვით სამოთხე მიიღოს ბედად.
იმან შეჰფიცა არ უყვარდეს, და მე მკვდარს თმენა
მარგუნა წილად, რომ ცოცხალმა გითხრათ ეს თქვენა.
ბენვოლიო
მე დამიჯერე, დაივიწყე იმაზე ფიქრი.
რომეო
ესეც მასწავლე, ფიქრი როგორ გადავივიწყო.
ბენვოლიო
თავისუფლება მიეც თვალებს: სხვა ლამაზ ქალებს
შეხედე ახლა.
რომეო
მაგრამ ეს ხომ, ერთხელ, ზადმერად,
მე გამახსენებს მის მშვენებას და სილამაზეს:
როგორც ნიღბები, ბადნიერნი, ტურფა ქალწულებს
შუბლს უკოცნიან, თავად თალხნი, და უნებურად
გაგვახსენებენ იმ სიტურფეს, რასაც თვით ფარვენ.
აბა რამ უნდა დაავიწყოს ბრმას თვალისჩინი –
ძვირფასი განძი, რაც დაჰკარგა სამარადჟამოდ!
მაჩვენე თუნდა ქალი, ეშხით აღმატებული,
მისი მშვენება მხოლოდ წიგნად გამომადგება,
სადაც მე იმას წავუკითხავ, ჩემი მშვენება
იმ აღმატებულ სილამაზეს ვით აღემატა.
მშვიდობით იყავ, სულ ერთია, ვერ დამავიწყებ.
ბენვოლიო
ან დაგავიწყებ, ნა მივკვდები, შენი მოვალე.
(გადიან)
სურათი II
ქუჩა იმავე ქალაქში.
(შემოდიან კაპულეტი, ოარისი და კაპულეტის მსახურნი)
კაპულეტი
მონტეგსაც სწორედ ჩემნაირი სასჯელი შეხვდა,
დაგვაჯარიმეს ერთნაირად, ასე მგონია,
არ არის ძნელი ამ ხნის ხალხმა მშვიდად ვიცხოვროთ.
პარისი
სამწუხაროა, რომ ყველასგან პატივცემულ ხალხს
მუდამ შუღლი გაქვთ, და თქვენს დავას ბოლო არ უჩანს.
მაგრამ, ბატონო, ჩემს თხოვნაზე რას მიპასუხებთ?
კაპულეტი
გავიმეორებ მხოლოდ იმას, რაც წინათ მითქვამს:
ჯერ ჩემი ბავშვი ქვეყნის ავ-კარგს არ იცნობს კარგად,
არ მოსწრებია წელიწადის თორმეტჯერ შეცვლას,
ორი ზაფხულიც გაატაროს თავის ნებაზე
და მხოლოდ შემდეგ ვიფიქროთ მის ქორწინებაზე.
პარისი
მაგაზე ნორჩიც ბედნიერი დედაა ბევრი.
კაპულეტი
ადრე გათხოვილთ მუდამ ადრე ეღებათ ბოლო.
ყველა ნუგეში, მაგის გარდა, მიწამ წამართვა,
ეს ერთი დამრჩა ქვეყნად გულის გამხარებელი.
თქვენ მაინც სცადეთ ქალის გულის მოინადიროთ,
მე კი რა მეთქმის – იმის სურვილს არ აღვუდგები:
თუ დაიყოლებთ, მის არჩევანს, ძვირფასო პარის,
დავეთანხმები, დავუმოწმებ მხურვალე ლოცვით.
მე მამაპაპურ წვეულებას ვმართავ ამაღამ,
მოწვეული მყავს საყვარელი სტუმარი ბევრი,
თქვენც იმათ შორის, სასურველი ყველაზე მეტად,
თქვენის იქ ყოფნით სტუმართა რიცხვს ერთს შემატებდით.
ჩემს ღარიბ ჭერქვეშ დაინახავთ ლხინში ამაღამ
ქვეყნიურ ვარსკვლავთ, ცის მნათობებს რომ აბნელებენ,
და ისეთივე ნეტარებას იგრძნობთ ჩემს სახლში,
რასაც ჭაბუკის მოელვარე გული განიცდის
მორთულ – მოკაზმულ გაზაფხულის მოახლოებით,
რომელიც ზამთარს, აკოჭლებულს, ფეხდაფეხ მოსდევს.
თქვენ მოუსნინეთ იმათ ყველას, კარგად შეხედეთ,
და აირჩიეთ, ვინც რჩეული იყოს მათ შორის.
ჩემს ქალსაც ნახავთ, ქალთ კრებულის გასამრავლებლად,
თუმც სილამაზით იქნებ სულაც არ მიგიზიდოთ.
ახლა წავიდეთ. (მსახურს აძლევს ქაღალდს) შენ კი, ბიჭო.. ტურფა ვერონას
შემოივლიდი და მათ მოძებნი, ვინც აქ სწერია.
დამიპატიჟე სუყველანი დიდის თავაზით.
(გადიან პარისი და კაპულეტი)
მსახური
ვინც აქა სწერია! აქა სწერია, მეწაღემ ადლი დაიჭიროს ხელში, ხოლო თერძმა სადგისი, მეთევზემ ფუნჯი აიღოს, მღებავმა კი ბადეო. ვინც აქა სწერია! რომ არ ვიცი, რა დაწერა ამის დამწერმა! წავალ და ნასწავლს ხალხს ვკითხავ აჰა, ბედზე გამოჩნდნენ.
(შემოდიან რომეო და ბენვოლიო)
ბენვოლიო
გაჩუმდი! ერთ ცეცხლს გაანელებს მეორე ცეცხლი,
ტკივილს კი ისევ გააყუჩებს ტკივილი მწველი.
დადექი, თავი მოაბრუნე, თუ თავბრუ გესხმის,
და შენი ტანჯვა შეამცირე სხვა სატანჯველით.
სხვა საწამლავი უფრო მწვავე შეასვი თვალებს
და საშინელი ძველი შხამი გაქრება ხოლმე.
რომეო
ეს მრავალძარღვა მისწრებაა სწორედ მაგისთვის.
ბენვოლიო
რას ამბობ, რისთვის?
რომეო
მაგ გატეხილ წვივისთვის-მეთქი.
ბენოლიო
რა მოგივიდა შენ, რომეო, ხომ არ გაგიჟდი?
რომეო
გიჟი არა ვარ, მაგრამ გიჟზე უფრო ძლიერად
ვარ შებოჭილი, მოკლებული ყოველგვარ საზრდოს,
ნაცემ-ნაგვემი და დილეგში დატყვევებული.
(მსახურს) გამარჯობა, მეგობარო!
მსახური
გაგიმარჯოთ, ბატონო! ეს მიბრძანეთ, კითხვა თუ შეგიძლიათ?
რომეო
დიახ, ვკითხულობ ჩემს ბედ-იღბალს უბედობაში.
მსახური
ეს თქვენ იქნებ უწიგნოდ ისწავლეთ. მე გეკითხებით, დაწერილის წაკითხვა თუ შეგიძლიათ?
რომეო
შემიძლია, თუ ენა ვიცი და ანბანს ვარჩევ.
მსახური
პატიოსანი კაცი ბრძანებულხართ მშვიდობით იყავით!
რომეო
დაიცადე, მეგობარო, წავიკითხავ, (კითხულობს) სინიორ მარტინო თავისი ცოლითა და ასულებით: გრაფი ანსელმი და მისი მშვენიერი დები; ვიტრუვიოს ქვრივი ქალბატონი: სინიორ პლაჩენციო თავისი ტურფა ძმისწულებით; მერკუციო და მისი ძმა ვალენტინი; ბიძაჩემი კაპულეტი ცოლითა და ასულებით; ჩემი მომხიბლავი ძმისწული როზალინა: ლივია; სინიო ვალენციო და მისი ბიძაშვილი ტიბალტი; ლუჩიო და კეკლუცი ელენე. (უკანვე უბრუნებს ქაღალდს) მშვენიერი კრებულია! სად არიან მიწვეულნი?
მსახური
ზემოთ.
რომეო
ვითან?
მსახური
ჩვენს სახლში ვახშმად.
რომეო
ვის სახლში?
მსახური
ჩემი ბატონის სახლში.
რომეო
სწორედ ეგ უნდა მეკითხა შენთვის პირველად.
მსახური
ახლა ისედაც მოგახსენებთ. ჩემი ბატონი დიდი და დოვლათიანი კაპულეტი გახლავთ და თუ მონტეგის გვარისა არა ხართ, გთხოვთ, თქვენც მობრძანდეთ და თითო ჭიქა ღვინო მიირთვათ.
მშვიდობობით ბრძანდებოდეთ!
(გადის)
ბენვოლიო
კაპულეტების მამაპაპურ ლხინში იქნება
შენი ბრწყინვალე როზალინა. იქვე იქნება
ვერონას ყველა მშვენიერი, ჩვენც იქ წავიდეთ.
კარგად შეხედე, შეადარე შენი მშვენება
სახე იმისას, ვისაც ლხინში მე დაგანახებ.
მაშინ ნამდვილად დარწმუნდები, რომ შენი ბედი
ყვავი ყოფილა და ტყუილად გეგონა გედი.
რომეო
თუ ეს თვალები მაგ ცრურწმენას მიიღებს ნებით,
ჩემო ცრემლებო, ნაკვერცხლებად იქეცით მაშინ,
დასწვით, დადაგეთ შენიღბული ეს მწველებლები,
რომლებიც დღEმდე არ დამხრჩვალან ცრემლების ზღვაში
შენ ამბობ, თითქოს იყოს სადმე მასზე ნარნარი,
ყოვლის მხილველ მზეს არ უნახავს იმის სადარი.
ბენვოლიო
ჯერ არ გინახავს სხვა მშვენება იმასთან ერთად,
ამიტომ იგი დაუსახავს შენს თვალებს ღმერთად;
ახლა კი თვალებს – ბროლის სასწორს, მიეცი ნება
სხვა ლამაზ ქალწულს შეუწონონ შენი მშვენება;
ლხინში გაჩვენებ მე სხვა ქალწულს, ვინც ისე ელავს,
რომ შენს ხატებას გაახუნებს, გაჩვენებს ბნელად.
რომეო
მოგყვები, მაგრამ სხვა ქალწულთა სამზერად არა,
მე ჩემი სატრფოს სილამაზით დავტკბები მარად.
(გადიან)
სურათი III
ოთახი კაპულეტების სახლში.
(შემოდიან ქ-ნი კაპულეტი და გამდელი).
ქ-ნი კაპულეტი
ძიძა, სად არის ჩემი ქალი? ჩემთან მოუხმე.
გამდელი
უკვე ვუთხარი, გეფიცებით უმანკოებას,
რაც მაშინმქონდა, როცა ვიყავ თორმეტი წლისა.
სად არსი მაინც ჩიტუნია, პატარა კრავი?
ღმერთო მიშველე, ჯულიეტა, სადა ხარ, ქალო?
(შემოდის ჯულიეტა)
ჯულიეტა
აჰა, მოვედი, ვინ მეძახდა?
გამდელი
დედა გეძახდა
ჯულიეტა
მე აქ გახლავართ, რად მეძახდით, ჩემო დედილო?
ქ-ნი კაპულეტი
აი, რა შვილო... მაგრამ, ძიძა, მარტო დაგვტოვე,
საიდუმლოდ მსურს ვესაუბრო... თუმცა, დაბრუნდი,
შენც მოისმინე, შენთან რა გვაქვს დასამალავი!
ხომ ხედავ აგერ ჯულიერას – როგორ დაქალდა.
გამდელი
საათობით მაქვს გამოთვლილი მაგისი ხანი.
ქ-ნი კაპულეტი
თოთხმეტისა არ არის ჯერაც.
გამდელი
თოთხმეტ კბილს დავდებ სანაძლეოდ, - ამას ისე ვამბობ, თორემ ვაი, რომ მხოლოდ ოთხი კბილიღა შემრჩა, თოთხმეტი წლისა ჯერ არ არის. პეტრეპავლობამდე რამდენი დღეა?
ქ-ნი კაპულეტი
ორი კვირაა, თუ ცოტა მეტი.
გამდელი
მეტი არის თუ ნაკლებია, ერთი კი ვიცი –
პეტრეპავლობის წინადღით ის თოთხმეტს შეასრულებს.
სწორედ ამისი კბილა იყო ჩემი სუსუანაც, -
ღმერთა აცხონოს, მე რა ღირსი ვიყავი მისი,
ისეთი კარგი გოგო იყო, ზეცამ წამართვა.
ჰო, რას ვამბობდი?... წინადღით-მეთქი პეტრეპავლობის
იგი გახდება თოთხმეტისა, ეს ნაღდად ვიცი.
აგერ თერთმეტმა წელმა განვლო მიწისძვრის შემდეგ,
ჯულიეტა კი ის-ის იყო ძუძუს მოვწყვიტეთ.
ეს კარგად მახსოვს, აბა იმ დღეს რა დამავიწყებს!
ძირმწარა მქონდა წაწცხებული ძუძუს თავებზე
და მზეში ვიჯექ, არხეინად სამტრედეს გვერდით.
თქვენ და ბატონი ბრძანდებოდით მაშინ მანტუას.
ჩემს მახსოვრობას დახეთ ერთი – ჰო, რას ვამბობდი?
როგორც კი გემო გაუსინჯა ძირმწარას ბალღმა,
ისე ემწარა, გადმომიგდო ძუძუ ხელადვე...
და მიწაც ინძრა, შეტორტმანდა ჩვენი სამტრედე...
გაგიხარიათ, მე მოვკურცლე!..
მას შემდეგ აგერ მეთერთმეტე წელი წავიდა,
მაშინ ეს ბალღი თავისუფლად დგებოდა ფეხზე,
მაგრამ რას მივედ-მოვედები, რის ფეხზე დგომა!..
დარბოდა კიდეც, აქეთ-იქით დაბაჯბაჯებდა;
ეს იმით მახსივს, მიწისძვრის სწორედ წინადღით
პატარამ შუბლი გაიტეხა, ჩემმა ქმარმა კი,-
ღმერთმა აცხონოს, კაცი იყო გულმხიარული!-
აიტაცა და დაუყვავა: “პირქვე დაეცი?
არაფერია, გაიზრდები, დაჭკვიანდები
და შენც გულაღმა დაეცემი – პირქვე კი არა!
ასე არ არის ჯულიეტა?” ცუგრუმელამაც
ხელად ანება თავი ტირილს და ზეცის მადლმა,
“ჰო ასეაო”, უპასუხა. ხუმრობას დახეთ!
ათასი წელიც რომ მეცოცხლა, რა დამავიწყებს!
“ასე არ არის?” შეეკითხა, და კუდრაჭამაც
თავი ანება ხელად ტირილს, “ჰო” უპასუხა.
ქ-ნი კაპულეტი
კარგი, გეყოფა, თუ ღმერთი გწამს, ახლა დაცუმდი.
გამდელი
აჰა, გავჩუმდი... მგრამ, რა ვქნა, რომ გავიხსენებ,
როგორ შესწყვიტა ტირილი და “ჰო” როგორა თქვა,
სიცილს ვერაფრით ვერ ვიკავებ. თან დამერწმუნეთ,
კენჭის ოდენა კოპი აჯდა; მძიმედ დავარდა.
“პირქვე დაეცი” – შეეკითხა ჩემი მეუღლე,-
“არაფერია, დაქალდები, დიდი გახდები,
და შენც გულაღმა დაეცემი. ასე არ არსი?”
ესეც გაჩუმდა და მიუგო, “ჰო, ასეაო”/
ჯულიეტა
მაშ შენც გაჩუმდი, გეხვეწები, ჩემო გადია.
გამდელი
აჰა, გავჩუმდი; კრინტს არ დავძრავ, ღმერთმა გაცოცხლოს!
შენზე ლამაზი ჯერ არავინ არ გამიზრდია.
ნეტავი ღმერთი მომასწრებდეს შენს გათხოვებას,
მეტს აღარ ვითხოვ...
ქ-ნი კაპულეტი
მეც მაგისთვის მოგიხმეთ ახლა,
გათხოვებაზე მინდა სწორედ მოგესაუბროთ.
ჩემო გოგონა, ჯულიეტა, გსურს გათხოვება?
ჯულიეტა
ამ დიდ პატივზე მე ჯერ არც კი მიოცნებია.
გამდელი
რაო. პატივი? ერთადერთი ძიძა ვარ შენი,
თორემ გეტყოდი – რძესთან სიბრძნეც გიწოვია-თქო.
ქ-ნი კაპულეტი
დრო არის, შვილო, რომ იფიქრო გათხოვებაზე,
აქ ვერონაში, ბევრი ქალი, შენზე უმცროსი,
ოჯახის ღირსეული, უკვე დედაა.
მეც, ჩემდა თავად, შენოდენა არც კი ვყოფილვარ,
როდესაც ოჯახს მოვეკიდე და დედა გავხდი...
სჯობს მოკლედ გითხრა – შენს თავსა მთხოვს მამაცი პარის.
გამდელი
ვიცი, პატარა ქალბატონო, ჰოი, რა კაცი!
მთელს ქვეყნადა ღირს! სანთელივით ჩამოსხმულია.
ქ-ნი კაპულეტი
ვერონა არც კი მოსწრებია ჯერ ამგვარ ყვავილს.
გამდელი
რა კარგად ბრძანეთ! ყვავილია, სწორედ ყვავილი.
ქ-ნი კაპულეტი
აბა რას გვეტყვი, ჯულიეტა, არ შეიყვარებ?
ამეღამ ნახავ ჩვენთან პარისს, ლხინში გვეწვევა.
შენ წაიკითხე მისი სახის ნათელი წიგნი,
გასინჯე კარგად სილამაზის კალმით ნახატი,
ყოველი ნივთი ერთმანეთს თუ ეხმატკბილება.
და თუ კითხვის დროს შეგხვდეს რამე გაუგებარი,
მაშინ თვალებში ჩაიხედე და ის აგიხსნის.
სრულქმნილ მშვენებად რომ გადიქცეს ის ტრფობის წიგნი,
მას უნდა ჩასმა ასეთივე მშვენიერ ყდაში.
თევზიც ხომ მუდამ ზღვასი ცხოვრობს; და ეს გახსოვდეს,
მშვენიერება გარეგანი ამაყობს მაშინ,
როდესაც ბურავს სილამაზეს შინაგანს იგი.
უფრო მით არის ღირსეული ბევრისთვის წიგნი,
რომ ოქროს ამბავს ოქროსავე ყდები კაზმავენ.
გაიზიარებ შენ ამგვარად, რასაც იგი ფლობს,
თუ მას გაჰყვები, ამით შენიც არაფერს იკლებს.
გამდელი
იკლებს? იმატებს! დედაკაცებს კაცი ასუქებს.
ქ-ნი კაპულეტი
მოკლედ მითხარი, ნახავ პარისს და შეიყვარებ?
ჯულიეტა
ვნახავ, თუ ნახვა კმარა კაცის შესაყვარებლად,
და თანაც თვალებს ნებას მივცემ, რამდენსაც მეტყვით.
(შემოდის მსახური)
მსახური
ქალბატონო, სტუმტები უკვე მოვიდნენ, სუფრა გაშლილია, გთხოვენ მობრძანდეთ. თქვენცა გთხოვენ, პატარა ქალბატონო. ძიძას სწყევლიან საკუჭნაოში. აურზაური აქვთ. მეც იქაურობას უნდა მივხედო. გემუდარებით, გამომყევით.
ქ-ნი კაპულეტი
აი, მოგყვებით. (მსახური გადის). ჯულიეტა, გრაფი შენ გელდება.
გამდელი
წადი,ეძიე ნეტარი დღე და ღამეები!
სურათი IV
ქუჩა
(შემოდიან რომეო, მერკუციო, ბენვოლიო, ხუთი თუ ექვსი ნიღბოსანი და მეჩირაღდნე).
რომეო
როგორ მოვიქცეთ, ვთქვათ რაიმე სახლში შესვლისას,
თუ უბოდიშოდ და უსიტყვოდ უნდა შევიდეთ?
ბენვოლიო
უკვე წავიდა დრო ასეთ უხვსიტყვაობის.
ჩვენ არ მიგვიძღვის კუპიპდონი თვალახვეული,
ვისაც თათრული ჭრელი მსვილდი უპყრია ხელში
და ვისი ნახვაც ქალებს აფრთხობს საფრთხობელასებრ.
ანკი პროლოგი ვიღას უნდა სახლში შესვლისას, ბორძიკით თქმული, მოკარნახის ნაჩურჩულევი.
ეს საქციელი როგორც სურდეთ, ისე მიიღონ:
ერთი ვიცეკვოთ ჩვენებურად და გამოვბრუნდეთ.
რომეო
მე ეგ ლამპარი მომაწოდეთ: სული დამძიმდა
და აღარ ძალმიძს ვიხტუნავო. ლამპარს დავიჭერ.
მერკუციო
არა, ძმობილო, უსათუოდ უნდა გაცეკვოთ.
რომეო
არა, მე არა, დამერწმუნეთ. თქვენ საცეკვაოდ
თხელლანჩიანი წაღEბი გაქვთ. ჩემი სული კი,
ვით მძიმე ტყვია, ისე მაგრად მაჯაჭვებს მიწას,
განძრევაც მიმძიმს.
მერკუციო
მიჯნური ხარ, კუპიდონისგან
ითხოვე ფრთები და აიჭერ უჩვეულო სიმაღლე!
რომეო
თავისი ისრით ისე დამჭრა და დამანელა,
რომ აღარ ძალმიძს მაღლა აჭრა მსუბუქი ფრთებით,
შებორკილი ვარ ისეთგვარად, რომ მწარე ნაღველს
ვერ გავეცევი – ტრფობის მძიმე ტვირთი ჩამძირავს.
მერკუციო
თუ ჩაიძირე, სიყვარულიც ხომ ჩაიძირა!
ნუ მიაყენებ მძიმე ტლკივილს ასეთ ნაზ საგანს.
რომეო
ტრფობაა ნაზი? ტლანქია და მოუხეშავი,
შმაგი, მრისხანე... ეკალივით გჩხლეტს და გაწამებს.
მერკუციო
თუ ტრფობა ტლანქად მოგეპყრობა – ტლანქად მოეპყარ,
ჩხლეტის სანაცვლოდ – შენც უჩხვლიტე და დაანარცხე.
აბა, მომეცი ეგ შალითA, სახეს მოვარგო (იკეთებს ნიღაბს).
ნიღაბს - ნიღაბი! რას დავეძებ, თუ დამძრახავენ,
დაე, გაწიტლდეს ჩემს მაგივრად ჩემი ნიღაბი.
ბენვოლიო
დავაკაკუნოთ, შევიდეთ და შესვლისთანავე
ყველა ჩვენგანმა საცეკვაოდ გაუსვას ფეხი.
რომეო
ლამპარი მომე, იატაკი, ლერწმით ნაფენი,
გულმხიარულმა უქნარებმა თელონ ფეხებით.
მე დავუჯერებ მამაპაპურ ანდაზის სიბრძნეს:
სანთელს დავიჭერ და შორიდან დაგიწყებთ ცქერას.
მაშინ თამაშიც გახურდება, - ეჰ, ჩემი საქმე
შავად და მყიედ მიდის ასე.
მერკუციო
მყიე თაგვია,
მაგრამ თუ მართლა შავად მიდის შენი დღეები,
მაშინ ჩვენ თვითონ ამოგათრევთ მაგ ჭაობიდან,
აი, მაგ ბატონ-პატივცემულ სიყვარულიდან,
სადაც ჩაფლულხარ ყურებამდე. ახლა წავიდეთ,
ტყუილად ვხარჯავთ სანთელს დღისით.
რომეო
ნეტა რას ამბობ?
მერკუციო
ბატონო ჩემო, მე მსურს გითხრათ, რომ ამ ყოყმანით
სიცოცხლის ნათელს ისე ვხარჯავთ, ვით სანთელს დღისით.
მაგრამ დასთანხმდი რჩევას ჩვენსას, რადგანაც მასში
ხუთჯერ მეტია სიბრძნე, ვიდრე ხუთის ჭკუაში.
რომეო
თქვენ მეუბნებით, ღრეობაში გამოგყევიო,
მაგრამ ეს ბრძნული რომ არ არის!
მერკუციო
მერე და რატომ?
რომეო
წუხელ სიზმარი დამესიზმრა და იმის გამო.
მერკუციო
სიზმარი ვნახე მეც აგრეთვე.
რომეო
შენ რაღა ნახე?
მერკუციო
რასაც ტყუიან ასე ხშირად მეოცნებენი.
რომეო
რატომ, სიზმარი ხშირად გვამცნობს ჭეშმარიტებას.
მერკუციო
ეტყობა, ძილში, ფერთა ბებიაქალი,
სულ პაწაწონა დედოფალი მაბი გწვევია,
რომელიც, ზემოთ ოლდერმანთა ბეჭდის სამკაულს –
აქატის ქვებსა ოდნავადაც არ აღემატება.
შებმული გახლავთ ატომების პაწია ეტლში
და მიძინებულთ უღიტინებს ცხვირში საამოდ,
ობობას გრძელი ფეხები აქვს მის ეტლს ბორბლებად,
ბორბლის საფარად კი კუტკალიას კოპწია ფრთები;
ჭაპნადა ხმარობს აბლაბუდას უნაზეს ქსოვილს,
ხოლო ცალუღად – მთვარის მკრთალ და მიბნედილ სხივებს;
მათრახის ტარად ჭრიჭინობელის სუსტი ძვალი აქვს,
შოტად კი – მუდამ ნაზი ფიბრი; მეეტლედა ჰყავს
რუხი ხიფთანით შემოსილი პატარა კოღო,
უფრო პატარა, ვიდრე მრგვალი, ნამცეცა მატლი,
რომელიც ზარმაც ქალწულების თითებში ცოცოავს;
ფუტურო თხილის ეტლს უმზადებსდურგალი ციყვი,
ანუ მუხლუხი – ფერიების ძველი ოსტატი.
ასე ამგვარად იგი დაჰქრის ღამიდან ღამით,
მიჯნურებს თავში შეეჭრება და მაშინ იმათ
დაესიზმრებათ სიყვარული; ხან ჩაუქროლებს
კარისკაცთ მუხლებს – დასეზმრებს მდაბლად მოდრეკას:
მსაჯულთათითებს ჩაუვლის და – ქრთამს მოაცვენებს;
დიაცთა ტუჩებს რომ ჩაურბენს – კოცნას ასიზმრებს, -
ზღმურდლით უფარავს ხშირად ტუჩებს მრისხანე მაბი,
რადგან სუნთქვა აქვს მოწამლულიშაქარყინულით; -
ხან დიდებუთა ცხვირპირზედაც გაიჯირითებს
და წყალობის სუნს მოაჩვენებს სიზმარში იმათ,
ზოგჯერაც მაბი მძინარე მღვდელს ცხვირთან მიუტანს
უკვე შეწირულ გოჭის კუდსა და უღიტინებს, -
ახალი მრევლი ესიზმრება მაშინ ამ ხუცესს;
ხან ჯარისკაცსაც მოეხვევა იგი კისერზე
და დაასიზმრებს, როგორა სჭირს თავის მტერს ყელსა,
მერე უეცრად მოაჩვნებს ესპანურ მახვილს,
მიწის საფრებსა, დიდი თასით სადღეგრძელოებს
და წამსვე ყურთან დაფთაფის ხმა!.. წამოვარდება,
გამოიღვიძებს, დაინახავს, რამ დააფეთა,
ორიოდ ლოცვას იბუტბუტებს და მიიძინებს.
ეს მაბი გახლავთ, ცხენებს ღამით ფაფარს რომ უწნავს:
ბალანს აუწეწს და ვაი მას, ვაი იმის დღეს,
ვინც მის გამოხსნას მოინდმებს. ეს ჯადოქარი,
თუკი შეასწრებს ქალიშვილებს გულაღმა მწოლთა,
თვითონ ზევიდან დააწვება და შეასწავლის
კარგად გასწიონ ვით ჭაპანი მეუღლეობის.
ეს ის მაბია...
რომეო
მერკუციო, გეყოფა, კარგი
გაჩუმდი-მეთქი, რასა ჩმახავ ამ სისულელეს!
მერკუციო
შენ მართალი ხარ, მე სიზმარზე ვლაპარაკობდი,
ხოლო სიზმარი მარტოოდენ ფუჭი ოცნების
და მოცლილ ჭკუის ნაყოფია, სხა არაფერი;
ისეთგვარივე მერყევია, როგორც ჰაერი,
და ქარზე მეტად ცვალებადი, რომელიც აგერ
ეალერსება ჩრდილოეთის ყინულის უბეს,
მაგრამ უეცრად განრისხდება, გამოიქროლებს
და პირს დაიჭერს ცვარნაპკურებ სამხრეთისაკენ.
ბენვოლიო
სწორედ ეგ ქარი გვიბნევს თავგზას; ჩვენ აქ ფეხს ვითრევთ.
იქ უკვე ვახშამს მორჩებოდნენ. დავაგვიანებთ!
რომეო
მე იმას ვშიშობ, მეტისმეტად ადრე არ იყოს,
რადგანაც ავი წინათგრძნობა მაფიქრიანებს,
რომ ჩემს ვარსკვლავზე დაკიდული ვალალი ბედი
ამაღამინდელ ლხინთან მწარედ ამოქმედდება
და ეგ სიცოცხლეც სევდიანი მით დასრულდება.
თუმც ღმერთმა, ვისაც ხელთ უპყრია ცხოვრების საჭე,
წარმართოს ჩემი იალქანი თავის ნებაზე.
აბა, წავიდეთ, ყმაწვილებო!
ბენვოლიო
მაშ დაჯკათ დოლსა!
(გადიან).
სურათი V
დარბაზი კაპულეტის სახლში.
(სცენაზე მემუსიკენი არიან. შემოდიან მსახურნი).
პირველი მსახური
ქვაბქოთანა სადღა დაიკარგა, ალაგებას რომ არა მშველის? თეფშიფხეკია! ია თეფძიფხეკია, ისა!
მეორე მსახური
როცა ყველა სუფთა საქმე მხოლოდ ერთი ან ორი კაცის ხელთა და მათაც ჭუჭყიანი ხელები აქვთ, ნამდვილი ჭუჭყიანი საქმეც ეგ არის.
პირველი მსახური
აბა, ეს სკამები გაიტანე, კარადა გვერდზე მიდგი, თეფშების თადარიგიც გეჭიროს. თუ ღგერთი გწამს. ცოტა ნამცხვარიც შემინახე. თან, თუ გიტვარდე, მეკარეს უთხარი, სუსანა გრაინდსტონი და ნელ შემოუშვას. ჰეი, ანტონიო, ქვაბქოთანავ, არ გესმით?
მესამე მსახური
ჩვენ მზადრთ, ბიჭო.
პირველ მსახური
თქვენ გეძებენ, გეძახიან, გელოდებიან დიდ დარბაზში.
მესამე მსახური
ორად ხომ არ გავიჭრებით?! აბა ცოცხლად, ბიჭებო! ვინც მეტს იცოცხლებს, მეტს იშოვის.
(მსახუურნი გადიან. შემოდია კაპულეტი, ქ-ნი კაპულეტი, ჯულიეტა, ტიბალტი და სხვა მასპინძლები სტუმრებთან და ნიღბოსნებთან ერთად).
კაპულეტი
სალამს მოგიძღვნით!.. გადახედეთ ამ ქალბატონებს-
ვისაც ბებერა არ აწუხებს, იცეკვებს თქვენთან.
ქალბატონებო, ერთი ვნახოთ, ვინ არ იცეკვებს!
აბა, რას იტყვით? პრანჭიაობას თუ მოჰყვება ვინმე,
გეფიცებით, რომ მას ექნება ფეხზე ბებერა.
ხომ გულში მოგხვდათ? ბატონებო, აბა მობრძანდით!
იყო დრო, როცა მეც მეკეთა თქვენებრ ნიღაბი;
მშვენიერ ქალებს ყურში ჩუმად ჩავჩურჩულებდი
მომხიბლავ ზღაპრებს. მაგრამ ვაგლახ ის დრო წავიდა,
მორჩა, გათავდა, წავიდა და არც დაბრუნდება!
აბა, მობრძანდით, ბატონებო! მემუსიკენო,
თქვენ დაუკარით! გოგონებო, ფეხი გაუსვით!
მეტი სინათლე, ჰე, ბრიყვებო, არ გეყურებათ?!
ჰა, განი, განი! გვერდზე მიდგით ეს მაგიდები!
ბუხარში ცეცხლი განელეთ, ძალიან დაცხა.
ერთი შეხედე, როგორ ხელად გამხიარულდნენ!
აჰ, ბიძაშვილო კაპულეტო, მანდვე იჯექი,
რაღა დროს ჩვენი ცეკვა არის! აბა თუ გახსოვს,
უკანასკნელად ჩვენ ნიღბები როდის გვეკეთა?
მეორე კაპულეტი
ღვითსმშობლის მადლმა, ოცდაათი წლის წინათ, ძმაო.
კაპულეტი
რას ამბობ, კაცო, ეგ ბევრია, ამდენი არა:
სწორედ სამებას შესრულდება ოცდამეხუთე,
რაც ლუჩენციო დაქორწინდა. ჩვენ კი ნიღბებით
უკანასკნელად იქ ვიყავით, იმის ქორწილში.
მეორე კაპულეტი
არა, ბატონო, რას ბრძანებ, მეტია, მეტი,
იმისი ვაჟი ოცდაათის იქნება უკვე!
კაპულეტი
ასე გგონია? მაშ ამაზე რას მეტყვი ახლა,
რომ ორი წლის წინ იმას ისევ მეურვე ჰყავდა?
რომეო
(მსახურს) ვინ არსი ის ქალი, იმ ჭაბუკის მკლავ სრომ ამშვენებს?
მსახური
ვერა ვცნობ, ბატონო ჩემო
რომეო
მისმა კაშკაშმა ჩირაღდნებსაც წაართვა ძალა;
ტოლი არა ჰყავს ქვეყანაზე, მარტოა, ცალად!
შავს ეთიოპელს ბრილიანტის საყურე შვენის,
ღამის ღაწვებს კი – ეს მშვენება, სინათლის მფენი.
როგორც ყვავებში თეთრი მტრედი თოვლივით ელავს,
სხვა ქალწულებიც ამ მშვნებამ სულ ჩააბნელა.
ცეკვას მორჩება და მეც მასთან გავჩნდები ჩქარა,
ნეტარებისთვის მისი ხელის შეხებაც კმარა.
ჩემს თვალს აროდეს არ უხილავს სიტურფე მსგავსი,
არც ყვარებია გულს არავინ ასე ძვირფასი.
ტიბალტი
მონტეგის ხმაა! ჩემი ხმალი მომეცი, ბიჭო,
ერთი შეხედე არამზადას, ყურმოჭრილ მონას!
როგორ გაბედა ამ ნიღაბით ჩვენთან შემოსვლა!
]არ გვეპუება, მასხრად იგდებს ჩვენს დღესასწაულს.
ახია მოვკლა და ღირსება ჩვენი დავიცვა!
არც ჩამეთვლება ეს მე ცოდვად, წინაპრებს ვფიცავ.
კაპულეტი
რა მოგივიდა შენ ძმისწულო, ვის ურისხდები?
ტიბალტი
შეხედე, ბიძავ, ჩვენი მტერი, ბილწი მონტეგი
არ გვეპუება, არაფერი არ უდგას წინა –
აქ მოთრეულა, ღრეობაზე ჩვენს დასაცინად.
კაპულეტი
რომეო არის ეს ყმაწვილი?
ტიბალტი
ის არის სწორედ,
ბილწი რომეო.
კაპულეტი
დაეხსენი, ჩემო კეთილო,
ხომ ხედავ, როგორ ღირსეულად უჭირავს თავი!
მაგის ღირსება, ვაჟკაკაცობა და გაზრდილობა,
უნდა გამოვტყდეთ, მთელს ვერონას ესახელება.
არც ნება სმივცემ, რომ ჩემს ჭერქვეშ ის შეურაცხყონ,
თუნდა ამისთვის დამიმკვიდრინ მთელი ქალაქი!
შენც დაეხსენი, თითქოს სულაც არ შეგენიშნოს;
ასე მსურს ახლა, და თუ რადმე მე მიგაჩნივარ,
მაშინ დამშვიდდი, მხიარული ეჩვენე ყველას,
ნუ დამანახვებ, ჩემო კარგო, დაბღვერილ სახეს.
ლხინის დროს ცხვირის ჩამოშვება აბა სად თქმულა!
ტიბალტი
დიახაც თქმულა, არამზადა როცა გვყავს სტუმრად!
არ შემიძლია, ვერ ავიტან...
კაპულეტი
არა, აიტან,
აიტან-მეთქი, გეუბნები. შეხედე ერთი, რა თავს გავიდა! მასპინძელი მე ვარ თუ შენ ხარ?
იქით გამშორდი. ვერ აიტანს! ღმერთო, მიშველე!
ჩხუბის ატეხა გსურს? ამას დახედეთ!
ტიბალტი
ეს შერცხვენაა, ბიძაჩემო, ჩვენი შერცხვენა.
კაპულეტი
წა, წადი-მეთქი, შე თავხედო! იქით გამშორდი!
ერთი შეხედე! ეს ანჩხლობა კარგს არას შეგყრის.
აჰ, მეურჩები? ყოჩაღ, კარგი დრო მოგინახავს!
(სტუმრებს) კარგადა ბრძანეთ, გეთანხმებით – შე ყოყლოჩინა!
თუ არ დაიშლი ... (მსახურთ) ჰა, სინათლე მეტი!-
ჰოი, სირცხვილო1 რაო? კიდევ! ჩაგაწყვეტინებ!
(სტუმრებს) გამხიარულდით, მოილხინეთ, ჩემო კარგებო!
ტიბალტი
ნაძალადევი თავდაჭერა და ბოღმა მწველი
ერთმანეთს ებრძვის, ტანში მივლის მე ჟრუანტელი.
რა გაეწყობა, წავალ, რაკი მიბრძანეს გაცლა,
მაგრამ სიმწარეს მალე ნახავს, ამ ლხინის ნაცვლად.
(გადის)
რომეო
(ჯულიეტას) უღირსი ხელით თუ შევბღალე წმინდა მშვენება
თაყვანსაცემი, სინაზით რომ არა ჰყავს სწორი,
მაშინ მა ტუჩებს, ორ მწირ მლოცველს, მიეცი ნება
გამოისყიდონ შეცოდება ნაზი ამბორით.
ჯულიეტა
შენ მეტისმეტად შეურაცხყოფ, მწირო, შენს ხელებს,
მათი მოქცევა ღვთიურია, ფაქიზი, სწორი:
მლოცველებიც ხომ ეხებიან ხელით წმინდანებს,
ხელით შეხება არის მათთვის წმინდა ამბორი.
რომეო
მერე ტუჩები არ აქვთ წმიდანთ ან იმ მლოცველებს?
ჯულიეტა
დიახ, მლოცველო, რომ ტუჩებით ილოცონ მხოლოდ.
რომეო
ჩემმა ტუჩებმაც მაშ მიბაძონ, წმინდანო, ხელებს,
მიეცი ნება, თორემ რწმენას დავკარგავ ბოლოს.
ჯულიეტა
თავის შერხევა თანხმობის დროს არ მოსდგამს წმინდანს.
რომეო
მაშ, ნუ შეარხევ! სიტკბოება ვიგემო მინდა. (კოცნის)
შენმა ტუჩებმა მოაცილეს ცოდვა ჩემს ტუჩებს.
ჯულიეტა
მაგრამ ის ცოდვა ჩემს ბაგეებს გადმოჰყვება, განა!
რომეო
ეს შენი ტკბილი საყვედური მე გულს მიყუჩებს!
მაშ დამიბრუნე კოცნ უკან (კოცნის).
ჯულიეტა
შენ ამისთანა
საამო კოცნა საღმრთო წიგნში ისწავლე, ალბათ.
გამდელი
დედა გეძახით.
(ჯულიეტა გადის)
რომეო
მაგის დედა ვინ არის მერე?
გამდელი
როგორ, ყმაწვილო, დიასახლისს არ იცნობთ, განა?
კეთილი არის მეტისმეტად, ბრძენი და ქველი.
მისი ქალი კი, რომელთანაც თქვენ საუბრობდით,
მე გამოვზადრე. მასაც გეტყვი, რომ ეს ქალწული
ვისიც გახდება, დიდ განძეულს ჩაიჩხრიალებს.
რომეო
მაშ კაპულეტი არის იგი? ჰოი, ვაებავ!
ჩემი სიცოცხლე მტრის მახეში როგორ გაება!
ბენვოლიო
აბა, წავიდეთ, თავშექცევა უკვე თავდება.
რომეო
ვშიშობ, რომ მასთან ჩემი სულის შფოთვა იწყება.
კაპულეტი
ჯერ დაიცადეთ, ბატონებო, ნუ ეშურებით.
თქენთვის პატარა სუფრა უნდა გაშალონ კიდევ.
მაინც არ იშლით? მაშ, მშვიდობით, მადლობას გწირავთ.
მადლობა ყველას, ბატონებო, მშვიდობის ღამე.
აბა ლამპრები! ეჰ, წავიდეთ, ჩვენც მოვისვენოთ.
ღმერთმა დალახვროს, მართლაც გვიან ყოფილა, განა.
(გადის ყველა, გარდა ჯულიეტასი და გამდელისა)
ჯულიეტა
ჩემო გადია, ჩემთან მოდი; მითხარ, ვინ არის
აი, ის კაცი, იქ რომ მიდის?
გამდელი
ის კაცი გახლავთ
ტიბერიოს ძე და მემკვიდრე.
ჯულიეტა
ის ვინღა არის,
იმ კარიდან რომ გადის ახლა?
გამდელი
ღმერთო, ეს, მგონი,
პეტრუჩიოა.
ჯულიეტა
ის ვინღაა, მას რომ მიჰყვება,
აი, ცეკვა რომ არ ინდომა.
გამდელი
მაგას კი ვერ ვცნობ.
ჯულიეტა
წადი, გამიგე მისი გვარი, ჩემო გადია;
და ცოლიანი თუა იგი, ცივი სამარე
მე საქორწინო სარეცელად გადამექცევა.
გამდელი
რომეო გახლავთ, ერთადერთი ძე თქვენი მტრისა.
ჯულიეტა
იქ გიფურჩქნა ერთადერთი, პირველი ტრფობა,
სად ერთადერთი, საშინელი, ჩვენა გვაქვს მტრრობა.
ია მეტად ადრე ვნახე, გვიან ვიცანი მეტად,
ვაი, წყეულ მტრის სიყვარული მერგო მე ბედად.
გამდელი
რაო, რას ამბობ, ჯულიეტა?
ჯულიეტა
არაფერს, ძიძა,
ლექსი მასწავლეს ცეკვის დროს და ვიმეორებდი.
(შიგნიდან ეძახიან ჯულიეტას)
გამდელი
მოვდივართ კიდეც. მაშ ცავიდეთ. ყველა წავიდა.
(გადიან)
მოქმედება მეორე
(შემოდის გუნდი)
გუნდი
მოკვდა სი ძველი გატაცება, ის სიყვარული;
ნორჩი შემცვლელი გამოუჩნდა გრძნობას გათელილს.
იგი, ნათელი, ვისთვის ძველად კვდებოდა გული,
ჯულიერასთან აღარ არის უკვე ნათელი.
რომეო უყვართ, მასაც ტრფობის ცეცხლი ედება.
ორთავ ჰკლავს მზერა და ორივე იდაგვის ამით;
ვაჟი აშკარად ქალის სახლში ვერ გამოჩნდება
და ქალმაც უნდა მოიპაროს შეხვედრის წამი.
თუკი ჩავარდა, თუ გაიგეს მანდვილი გვარი,
თავს ვერ დაიხსნის მიჯნურისთვის ჩვეული ფიცით.
ჯულიერაც ხომ იმავ ცეცხლით არსი დამწვარი,
მხოლოდ ესა – ეშმაკიბა ნაკლები იცის.
მაგრამ ჰა, ვნება გადაიქცა საოცარ ძა;ად,
და დრო უშველის ნახვის სიტკბო იგემონ კვალად.
(გადის გუნდი)
სურათი I
მოედანი კაპულეტების ბაღის წინ.
(შემოდის რომეო).
რომეო
გული აქ მრჩება და უგულოდ სადღა წავიდე?!
მაშ, მძიმე მიწავ, დაბრუნდი და შენი მზე ჰპოვე.
(ბაღის კედელს გადაევლება. შემოდიან ბენვოლიო და მერკუციო).
ბენვოლიო
ეი, რომეო, ბიძაშვილო!
მერკუციო
ბრძნულად მოიქცა,
თავს გეფიცები, შინ წავიდა დასაძინებლად.
ბენვოლიო
არა, აქეთკენ გამოიქცა და გადაევლო
ბაღის გალავანს. მერკუციო, შენც დაუძახე.
მერკუციო
თილისმით შევკრავ. ჰა, რომე, შმეგო! შეშლილო!
ვნებავ! მიჯნურო! ოხვრის სახით გამოგვეცხადე.
მითხარი თუნდა ერთი რითმა, მე დაგჯერდები,
თქვი: “აჰ, ვაიმე მიჯნურთ ბედი” – რითმად კი “მტრედი”.
მიუალერსე ნათლიდედა ვენერას ტკბილად,
ანდა შეარქვი მეტსახელი მის ბრმა მემკვიდრეს,
მის ახალგაზრდა ვაჟიშვილსა – ადამ კუპიდონს,
რომელმაც მეფე კოფეტუას ისარი სტყორცნადა შეაყვარა მაშინათვე გლახაკი ქალი.
მიგრამ არ მისმენს, მაიმუნმა სული დალია.
რახან ასეა, სჯობს ვიხმარო ისევ თილისმა;
გაფიცებ-მეთქი როზალინას ელვარე თვალებს,
მის მაღალ შუბლსა და სისხლისფერ ტუჩებს გაფიცებ,
კოპწია ფეხებს, საამურად და ჩამოქნილ წვივებს,
მთრთოლავ თეძოებს და ყველაფერს იმის მისაზღვრეს,
რომ გამოცხადდე ჩვენს წინაშე შენივე სახით.
ბენვოლიო
კარგი, მოეშვი – გაიგონებს და გაბრაზდება.
მერკუციო
არ გაბრაზდება იგი ამით. მე რომ მომეხმო
მის უცხო ვინმე, მაშინ სხავ იყო.
ჩემ განზრახვა წმინდაა და პატიოსანი:
მისი ტრფიალის დაფიცებით მსურს გავაფხიზლო.
ბენვოლიო
წავიდეთ, იგი მოეფარა დაბურულ ხეებს,
რათა გაანდოს ამ ბნელ ღამეს გულისპასუხი.
ტრფობა ხომ ბრმაა და სიბნელე შეჰფერის კიდეც.
მერკუციო
ის ბრმა რომ იყოს, ნიშანს ვეღარ მოახვედრებდა.
რომეო ახლა ზღმარტლის ბუჩქის ქვეშ ჩამოჯდება.
დაიწყებს ნატვრას, მისი სატრფო იმ ხილად იქცეს,
გოგონები რომ ეშმაკურად ზღმარტლს ეძახიან,
როცა ჩუმ-ჩუმად ერთმანეთთან ლაზღანდარობენ.
მართლაც, რომეო, მართლაც მოხდეს და ის გადაიქცეს
გაშლილ და ღია... (ან სხა რამეს) ; შენ კი მსხლად იქცე.
მშვიდობით იყავ, მივაშურებ ისევ ჩემს საწოლს,
თორემ მინდორი ცივია და ვერ დავიძინებ.
წამო, წავიდეთ. არ მოდიხარ?
ბენვოლიიო
წავიდეთ, ბარემ.
როდესაც იცი, ვერ იპოვი – ამაოდ ეძებ.
(გადის)
სურათი II
კაპულეტის ბაღი
(შემოდის რომეო)
რომეო
ვინც არ დაჭრილა, იარასაც რაფრად აგდებს.
(ფანჯარასთან გამოჩნდება ჯულიეტა).
ეა რა მათელი აელვერდა იმის სარკმელში?
აღმოსავლეთით არის იგი, მზე – ჯულიეტა.
ამოდი, მზეო, დააბნელე და სნეული მწუხარებისგან,
რადგან მის ქასწულს ელვარება მეტი გაქვს უფრო.
ნუღარ მსახურებ იმ შურიანს; ქაწულთ სამოსი
მწვანეა მეტად, უფერული – სჯობს გაიხადო
და გადააგდო. მასხარებსღა აცვიათ ახლა.
ო, ჩემო ტკბილო დედოფალო, ო, სიყვარულო!
მან რომ იცოდეს, როგორ მიყვარს!
ის ლაპარაკობს. თუმცა არა, სდუმს. სულ ერთია,
მისი თვალები მეტყველებენ , მათ ვუპასუხებ.
მაგრამ რას ვბედავ! განა ჩემთან ლაპარაკობენ!
ორ ნათელ ვარსკვლავს განუზრახავს ზეციდან წასვლა,
და ახლა სთხოვენ ჯულიეტას თვალებს ისინი-
იციმციმეთო ჩვემს ადგილზე დაბრუნებამდე.
რა იქნებოდა, ეს თვალები ზეცას ამკობდნენ,
ვარსკვლავები კი ჩამოვიდნენ თვალების ნაცვლად!
იმისი სახის ელვარება ჩააბნელებდა
ვარსკვლავთა ციმციმს, ვით დღის შუქი ჩააქრობს ლამპარს,
ხოლო თვალები დააფრქვევდნენ ისეთ სინათლეს,
რომ ფრინველები დაიწყებდნენ დილის სიმრერას.
აჰა, ეყრდნობა სახოთ ხელებს! ნეტავ მაქცია
ხელტათმანებად იმ ხელებზე, რომ ტურფა ღაწვებს
შევეხო მაინც.
ჯულიეტა
ჰოი, ვაგლახ!
რომეო
ის ლაპარაკობს.
სხივმომფინარე ანგელოზე, კიდევ თქვი რამე!
შენ ამ რამეში იმგვარადვე აფრქვევ სინათლეს,
როგორც ფრთოსანი, მოელვარე შიკრიკი ცისა,
ზანტად მავალი ღრუბლებით რომ დაცურავს ცაში,
ხოლო მოკვდავნი სასოებით მას შეჰყურებენ.
ჯულიეტა
ოი, რომეო, ო, რომეო, რად ხარ რომეო?
მამა უარჯყავ, დაგმე გვარი, გამოიცვალე;
მაგრამ თუ ა გსურს სიყვარულის მომეცი აღთქმა,
რომ შენი გავხდე, აღარ მერქვას მე კაპულეტი.
რომეო
(ჩუმად) არ ვიცი, რა ვქნა, ვუსმინო თუ პასუხი გავცე?
ჯულიეტა
შენი გვარი მმტრობს მატროოდენ, შენ არ ხარ მტერი;
შენ ხომ – შენა ხარ! სრულებითაც არ ხარ მონტეგი!
ანკი რას ნიშნავს ეს მონტეგი? ის არც ხელია,
არც ფეხია, არც მკლავია და არცა სახე,
არც სხვა რაიმე ნაწილია ადამიანის.
გემუდარები, შეიცვალე შენი სახელი;
ხომ სულერთია: ვარდს რომ ვარდი აღარ უწოდო,
ტკილსურნელება იმგვარივე იქნება მაინც,
და რომეოსაც თუნდ რომეო არ დაუძახო,
ტავისი ძველი ბრწყინვალება მაინც შერჩება.
გამოიცვალე შენი გვარი, რაიც ისედაც
არ წარმოადგენს ნაწილს შენსას და იმის ნაცვლად
მე წამიყვანე.
რომეო
თუ აგრეა, სიტყვაზე გიჭერ.
სატრფო მიწოდე, ხელმეორედ მოვინათლები
და დღეის შემდეგ მე რომეო აღარ მერქმევა.
ჯულიეტა
ვინა ხარ მანდა? ღამის წყდიადს მოფარებული, ქურდულად ისმენ ჩემს გულისთქმას!
რომეო
არ ვიცი სწორედ,
რა გიპასუხო. ჩემი გვარი მევე შემძულდა,
ჩემო ღვთაებავ, რადგან იგი მტრად დაგისახავს.
და რომ ქაღალდზე დაწერილი ვიხილო სადმე,
მაშინვე დავხევ.
ჯულიეტა
შენგან ჯერაც არ მსმენია
ასიოდ სიტყვა და, მერწმუნე, მაინც ვცნობ ამ ხმას.
ხომ რომეო ხარ, შენ მონტეგი?
რომეო
ტურფა ღვთაებავ,
რაკი ასე გძელს ეს სახელი – არც ერთი არ ვარ.
ჯულიეტა
აწ რისთვის მოხველ, ანდა როგორ, მითხარი ერთი?
ბაღის კედელი მაღალია და მიუვალი,
საბედისწერო არის შენთვის ეს არემარე.
ხომ იცი ვინც ხარ – არ დაგზოგვენ ჩემიანები.
რომეო
მე გადმოვფრინდი სიყვარულის მსუბუქი ფრთებით-
ნამდვილ ლიყვარულს ქვის ჯეირი ვერ შაჩერებს:
გამბედავია, ყოვლისშემძლე, ყველაფერს დასძლევს.
შენიანებიც, დამერწმუნე, ვერ დამიჭერენ.
ჯულიეტა
არა, მიგკლავენ, დამერწმუნე, თუკი შეგნიშნეს.
რომეო
შენი თვალების მრისხანება უფრო მაშინებს,
ვიდრე იმათი ოცი ხმლისა. ოღონდ ალერსით
მომაპყარ თვალი, მათი მტრობა ვერას დამაკლებს.
ჯულიეტა
დღეც დამლევია, ოღონდ იმთ არ დაგინახონ.
რომეო
იმათ თვალთაგან დამიფარავს ღამის ნაბადი.
შემნიშნინ თუნდაც, არ ვინაღვლი, ოღონდ გიყვარდე,
მიჯოს იმათმა მძულვარებამ მომიღოს ბოლი,
ვიდრე ვიცოცხლო შენს სიყვარულს მონატრებულმა.
ჯულიეტა
მაშ, ეს მითხარი, ვინ გასწავლა შენ ჩემი სახლი?
რომეო
შენმა ტრფობამ და სიყვარულმა გზა გამიკვლია,
მან რჩევა მიმცა, მე ვათხოვე ჩემი თვალები;
თუნდ ყოფილიყავ უშორესსა და უცნობ ნაპირს,
ვრცელი ზღვის იქით, - თუმცა არა ვარ მე მეზღვაური,-
წამოვიდოდი, მოგძებნიდი ასეთ საუნჯეს.
ჯულიეტა
არ მიფარავდეს ახლა სახეს ღამის ნაკვთები,
ქალწულებრივი მორცხვობისგან გავწითლდებოდი,
რადგან იდუმალ ყური მოჰკარ ჩემს აღსარებას.
ნეტა შემეძლოს,რომ უარვყო ჩემივ ნათქვამი!..
შორს, თვალტმაქცობავ! თქვი, გიყვარვარ? ვიცი, “ჰოს” მეტყვი
და მეც ვენდობი მაგ შენს სიტყვებს. რომ დაიფიცო,
ხომ შეიძლება მომატყუო? აკი ამბობენ,
იუპიტერი იცინისო მიჯნურთა ფიცზე!
ჩემო რომეო, თუ გიყვარვარ, გულახდით მითხარ,
მაგრამ თუ ფიქრობ, რომ ადვილად მიმინადირებ,
გაგიჯავრდები, განვრისხდები, კოპებს შევიკრავ,
და მერე თუნდა მემუდარო, გაგიძალდები...
ეს მართალია მეტისმეტად მიყვარხარ, მონტეგ,-
ამიტომ იქნებ შენ ჩამთვალო თავქარიანად,-
მაგრამ მერწმუნე, გიერთგულებ იმათზე მეტად
ვინც ცბიერებით თავს გაჩვენებს მიუწვდომელად.
უფრო გულცივიც ვიქნებოდი, უნდა გამოვტყდე,
რომ შენ ანაზდად ჭეშმარიტი შეყვარებულის
არ მოგესმინა აღსარება. მაშ მომიტევე
და ასე ჩქარი დათანხმება არ ჩამიტვალო
მსუაბუქფრთებიან, ქარაფშუტა სიყვარულადა,
რომელიც ახლა ბნელმა ღამემ გამოამჟღავნა.
რომეო
ო, გეფიცები, ქალბატონო, ამ სათნო მთვარეს,
რომელიც ვერცხლით ავარაყებს ხის კენწეროებს...
ჯულიეტა
ნუ, მერყევ მტვარეს ნე ფიცულობ, იგი მუდამ თვე
ღალატობს ხოლმე თავის მრგვალ სახეს, და შენი ტრფობაც
იმ მთვარის მსგავსად ცვალებადი ნუ შეიქნება.
რომეო
მაშ რა შეგფიცო?
ჯულიეტა
სრუ;ლებითაც ნუ დაიფიცებ...
და მაინც თუ გსურს, დაიფიცე შენ ჩემი კერპი,
ჩემი ღვთაება – შენი ტავი, და დაგიჯერებ.
რომეო
თუ ჩემი გულის სიყვარული და სათაყვანო...
ჯულიეტა
ნუ, ნუ ფიცულობ, მიხარია თუმც რომ გიყვარვარ,
ეს რამის აღთქმა მაინც ისე როდი მახარებს.
ის მეტისმეტად ჩქარი, არაბრძნული, უეცარია,
და ელვასა ჰგავს, რაიც ისე სწრაფადა ჰრება,
და ცვენ თქმასაც კი ვეღარ ვასწრებტ: “აჰა, ელავსო”.
მშვიდობის ღამე! ჩვემს მეორე შეხვედრისათვის
ზაფხულის სუნთქვა სიყვარულის ამ კოკორს გაშლის
ტურფა ყვავილად. მაშ, მშვიდობით, მშვიდობის ღამე!
დე, შენამ გულმაც მოისვენოს ისე მშვიდად,
რა სიმშვიდითაც განისვენებს ეს გული წმინდა.
რომეო
ასე დამტოვებ?ეშოს არ მეტყვი რამეს?
ჯულიეტა
რა ნუგეშსა მთხოვ, საყვარელო, ახლა, ამ ღამეს?
რომეო
შენც შემომფიე სიყვარული, ჩემის სანაცვლოდ.
ჯულიეტა
ვიდრე შენ მთხოვდი, მე მანამდე მიგეც ეგ აღთქმა,
ტუმც ახლა მინდა ისევ მქონდეს დასაფიცებლად.
რომეო
უკანვე მიგაქვს? მაგრამ რისთვის, ჩემო ტრფიალო?
ჯულიეტა
რომ უხვი ვოყო და შემეძლოს ხელმეორედაც
ისევ ხა ისევ მოგცე აღთქმა! თუმც რაღას ვნატრობ;
სიუხვეს ჩემსას, ვით ზღვეს გაშლილს, არ აქვს საზღვარი,
და სიყვარულიც ღრმაა ცემი – რამდენს მეტს მოგცემ,
მეტი დამრჩება, რადგან ორივ უსაზღვრო არის.
ხმაური მესმის, საყვარელო, ახლა მშვიდობით!
(ძიძა ეძახის)
აჰა, მოვდივარ, ჩემო ძოძა. ძვირფასო მონტეგ,
ნუ დამივიწყებ... დაიცადე ახლავე მოვალ.