ყორანი
ერთხელ ღამით როცა ბნელი მაძალებდა ფიქრი ძნელი
უცნაური თავსატეხის, მივიწყებულ ცოდნის აზრს
მომეჩვენა, ვიღაც მიხმობს შემომესმა უცებ თითქოს,
აკაკუნებს ვიღაც ითხოვს თავშესფარს, აღებს კარს
"სტუმარია" გავიფიქრე "აკაკუნებს აღებს კარს
სტუმარი სხვა არარა"
მაგონდება, მახსოვს მაშინ დეკემბერში, მყინვარ ქარში
ჯერ ჩაუმქრალ ნაკვერცხალში ლანდი როცა ახელს თვალს
მოვინატრე განთიადის შუქი, დრო რა ნელა გადის!
სევდა ლამის მისწვდეს ცამდის სად ლენორის სახლი დგას
მზეთუნახავ ქალის ვინაც ანგელოზთა ისმენს ხმას
აქ არავინ იცნობს მას
ჩრდილი ჩუმად ფრიალებდა უჩვეულო შრიალება
განცვიფრებულს ფანტასტიკურ შიშის ელდას სცემდა ზარს
გულისცემა ჩემი მესმის ხმა ღამეულ წყვდიადს ერთვის
ისევ ვიმეორებ ჩემთვის აკაკუნებს აღებს კარს
სტუმარია ვიღაც გესმის აკაკუნებს აღებს კარს
სტუმარი სხვა არარა.
რომ დავძლიე შიში ძნელად კარებისკენ მივალ ნელა
"მოიცადეთ" ვამბობ "ცოტა მოითმინეთ სულ ერთ წამს"
ფიქრებში ღრმად ჩავიძირე სევდა გულზე მაწვა მძიმე
უნებლიედ ჩავიძინე ყური ძლივსღა ვუგდე ხმას
აკაკუნებს ვიღაც მივხვდი მივდივარ და ვაღებ კარს
წყვდიადი სხვა არარა.
სიბნელეში მზერა მირბის შიშისაგან გული მიმდის
იქ ზმანებას ვხედავ ისეთს ვერ გავბედავ ენით თქმას
სიჩუმე კი, დაურღვევი უძრავი და უმეტყველი
მხოლოდ ერთი სიტყვის მთქმელი "ლენორ!" შემომესმა ხმა
მე ვჩურჩულებ ეს ექოა იმეორებს მხოლოდ ხმას
მხოლოდ ხმა, სხვა არარა
გულში ცეცხლი დატრიალდა სულში ალი აბრიალდა
რაღაც ისევ აწრიალდა მოუმატა კიდეც ხმას
ეს ხომ "ვთქვი მე, ახლა ვხვდები სარკმელიდან ისმის ხმები
რომ ვიხილო ახლოს ვდგები აფრთხიალებს თითქოს ფრთას
მაჟრიალებს, ტანი მიკრთის აფრთხიალებს თითქოს ფრთას
ქარი ქრის, სხვა არარა
დარაბები გამოვაღე ფრთის ფართხუნით, დავინახე
შიგ ყორანი შემობრძანდა მედიდურად იჭერს თავს
ანარეკლი წარსულ ჟამის დავივიწყეთ ჩვენ რომ ლამის
როგორც მბრძანებელი ღამის შეაფრინდა სახლის კარს
შეხტა პალადას ბიუსტზე ზემოდან რომ ადგას კარს
შემოჯდა სხვა არარა
მწუხარება გამინელდა გავიღიმე გაქრა სევდა
სახე ისე ამაყი და უცნაური ჰქონდა მას
აქოჩრილი ბუმბლი ბნელი ეს ყორანი ძველისძველი
ჩემს სარკმელთან საზარელი მოუგდია ღამით ქარს,
"თქვი ზმანებავ ღამეულო გიწოდებენ სახელს რას?"
ჩხავის მხოლოდ "არარა!"
მართლაც ძლიერ გამაოცა მან წარმოთქვა სიტყვა როცა
უაზრო და უმიზეზო მოსაწყენად ჟღერდა ხმა
უბადლო და არსად თქმული, საოცრება არის სრული
რომ ფრინველი არნახული შეაფრინდეს ღამით კარს
ფრინველი, ან იქნებ მხეცი დააფრინდეს ძეგლის თავს
დაიჩხავლოს "არარა!"
ყორანი რომ ძეგლზე დაჯდა მხოლოდ ერთი სიტყვა დასძრა
ერთი სიტყვა მაგრამ სული მოაყოლა თოთქოს მას
არც ჩხავის და არც ყრანტალებს არც კი, ამოძრავებს თვალებს
წავა, გაფრინდება მალე ვჩურჩულებ და ვხუჭავ თვალს
ვით ქრებიან იმედები მიმატოვებს დილით ხვალ
შემომძახა: "არარა!"
შევკრთი თითქოს მიწა იძრა მან იგივე სიტყვა მითხრა
"მართლაც" ვთქვი მე "მან ყოველთვის ერთი სიტყვა უნდა თქვას
უცაბედად გაგონილი, ვინმე სასოწარკვეთილი
სიკვდილმისჯილი რომ მოთქვამს ეშაფოტზე როცა დგას
რომ გალობენ სულთათანას სევდიანი ისმის ხმა
"ო, არა, არარა!"
კვლავ ღიმილად გადამექცა, სევდა ალბათ ჩვევად მექცა
სავარძელი დავდგი კართან ფრინველი კი იქვე დგას
ახლა უკვე აღარ მიკვირს დრო საკმაოდ მქონდა ფიქრის
ვდარდიანობ მხოლოდ მისთვის რომ არ ვიცი ნეტავ რას,
რას მიქადის საშინელი ხმით რომ დაიყარყარა
შემომძახა "არარა!"
გამოვიცნობ მაინც მჯერა არ დამიძრავს თუმცა ბგერა,
სანამდის მის თვალთა მზერა გულს აღგზნებულ ცეცხლში წვავს
საგონებელს ჩაძირული განსაცდელში განწირული
ვხედავ შუქი გაყინული იისფერი სხივით რთავს
ოთახს მკრთალი შუქი ფარავს დამცინავი სხივით რთავს
დამცინის: ო, არარა!"
მომეჩვენა ვიღაც თითქოს სურნელოვანს აფრქვევს სითბოს
სერაფიმი მოაბიჯებს და წკრიალა ისმის ხმა
"საბრალოვ, ღმერთს შენი სულის განკურნება სურს ტანჯულის
შესვი მადლით და ქალწულის აღარ გაიგონებ ხმას
შესვი, შესვი ეს სასმისი დაივიწყებ უმალ მას."
ჩხავის ისევ "არარა!"
"მოძღვარი ხარ ბოროტების ეშმაკს გამოგისხამს ფრთები
ხარ მაცდურის მოგზავნილი მოუგდიხარ ღამით ქარს.
უბადრუკი განდეგილი მოხიბლული დაწყევლილი
ავსახეთაგან დევნილი გევედრები მართლის თქმას
გალაადის მთებში შველა არის ჩემთვის თუ არა"
ჩხავის ისევ "არარა!"
"მოძღვარი ხარ ბოროტეის ეშმაკს გამოგისხხამს ფრთები
ჩვენ ორივეს გვფარავს ზეცა თანაც ერთი ღმერთი გვწამს
ეღირსება კი, რომ ჩემს სულს ნეტარებას მონატრებულს
თუ იხილავს წმინდა ქალწულს აქ რომ არვინ იცნობს მას
მზეთუნახავს, წმინდა ასულს ვინც ზეციურს ისმენს ხმას"
ჩხავის ისევ "არარა!"
"დაე შენი ბოლო სიტყვა განშორების ნიშნად ითქვას
განვედ ჩემგან შორს მაცდურო შორს ღამეულს მიჰყევ ქარს
არ დატოვო არც ბუმბული ვით მაცდური სიტყვა თქმული
მიმატოვე მარტოსული ნუღარ შემოაღებ კარს
გულს ნისკარტი მომაცილე ჩამოშორდი ძეგლის თავს"
ჩხავის ისევ "არარა!"
მომზირალი უმოწყალოდ ზის ყორანი უმოძრაოდ
ქვის პალადას თეთრ ბიუსტზე ზემოდან რომ ადგას კარს
თვალებით კი, ის ჰგავს გრძნეულს ბოროტ დემონს ჩაძინებულს
მან კარებთან დაკიდებულ ჭრაქის შუქიც დაფარა
სული ჩემი იმ ჩრდილიდან ოთახი რომ დაფარა
წამოიწევს? "_არარა!".