თავაძე ალმანზორ
გაზიარება

წინათგრძნობა 

ზოგჯერ, როდესაც მისტიური შეგიპყრობს შიში
და გეუფლება წინათგრძნობა ზეცის დანისვლის,
რადგან კარგად გრძნობ ნაღმის ყრუ და შორეულ შიშინს,
როგორც მკაფიო გამოძახილს აპოკალიფსის.
თვალნი მიწისკენ დაგვიხრია უაზროდ შთენილთ
და თავბრუს გვახვევს საუკუნე ოხერ-ტიალი,
საჭედამსხვრეულ გემს წააგავს პლანეტა ჩვენი,
ოკეანეში უთავბოლოდ მოხეტიალეს.
აწმყოს ვაძაგებთ, აღარა გვაქვს იმედი ხვალის,
ბეწვზე ჰკიდია მეგობრებო დამოკლეს ხმალი.

??????