ჭელიძე ჯემალ
გაზიარება

გაგვიხსენებენ 

და ჩვენც გავქრებით ვით დილის ნამი,
მაგრამ ჩვენ მაინც გაგვიხსენებენ:
გაგვიხსენებენ რომ ჰყავდათ მამა
და თმებში ხშირად ჩარგავენ ხელებს.
ძნელბედობის ჟამს დაღლილს და მშიერს
ძალას შემატებს აჩრდილი ჩვენი,
ის ჩვენი სისხლი და ნაშიერი,
მიაღწევს მიზანს და გადარჩება.
ხანდახან მაინც, ხშირად თუ არა,
ჭიქას წააქცევს თავის ტოლებში.
არ შესვეს ჩვენი შესანდობარი?
წესს გაახსენებს სუფრის ტოლუმბაშს...
და ჩვენც ვიქნებით ყველგან და მარად.
შვილები ხშირად გაგვიხსენებენ.
გაგვიხსენებენ რომ ჰყავდათ მამა
და თმებში ხშირად ჩარგავენ ხელებს.

??????