ჭელიძე ჯემალ
გაზიარება

ფიროსმანს 

დახლზე დააწყობ მოღლილ მკლავებს,
თავს ძლივს იკავებ,
და შენი თხოვნაც დახლიდართან
შენებრ უტყვია.
ჭიქა არაყით დარდს ვერ ჩაკლავ, ჩემო ნიკალავ!
თუმცა მშიერ კუჭს ისე ხვდება,
როგორც გულს ტყვია.
შეზარხოშებულს თვალს მოგტაცებს
ვარსკვლავთ ციმციმი,
რომელიც შენი სინდისივით
შუქს ფენს უკუნეთს.
ტანზე გაცვია სიღატაკე
თვით საუკუნის
და მოხრილ მხრებზე
დაგწოლია ქვეყნის სიმძიმე.
ქვეყნად ყველა კაცს თავის გზა აქვს,
თავის გზით მიდის,
შენც მხატვრის ფუნჯში
აგიკინძავს შენი ავ-კარგი.
მკვდარსაც თან გაგყვა ბორკილივით
კრძალვა და რიდი.
სამარე შენი მიტომ დავკარგეთ.

??????