სუმბაძე დენიზა
გაზიარება

*** "რომ ყველაფერი უერთდება" 

რომ ყველაფერი უერთდება
ქვეყნიერებას
მე დავიჯერე.
და უამისოდ
არც სიცოცხლე, არც სიმღერა
და არც სიკვდილი
არ გვეყვარება,
მაგრამ მე ვფიქრობ ჩაუქრობლად,
სადღაც მიდის
თვალთა სინათლე...
რას უერთდება
თვალთა ხედვა...
შაოსან ღამეს
რომ გაჰყვება
სადღაც უფსკრულში?!
_ ადამიანთა მოხეთქილ წყურვილს,
სიცოცხლის წყურვილს
უერთდება თვალთა სინათლე...

??????