სუმბაძე დენიზა
გაზიარება

*** "და ისე..." 

და ისე მაღალი დავანთე სანთელი,
დავანთე იმხელა კელაპტარი,
ვერასოდეს ვერ დაიწვება.
თუ დაიწვის, თუ ერთიან დამასაფლავებს,
მე შევინახავ თეთრი ძაფით
ჩემი სულის სხივს,
როგორც მიწა ინახავს ზაფხულს...
მოვეკიდები სადმე ვარსკვლავს,
ავინთები ისევ იდუმალ, შუაღამისას,
მაღალ მთაზე,
გაზაფხულის კრიალა ღამეში,
რომ მარად ენთოს ქვეყნიერების დიდი
სანთელი

??????