ვაშაკიძე ზოია
გაზიარება

*** "როგორ გიხდება რთველის ზეიმი" 

როგორ გიხდება რთველის ზეიმი,
ჩაშუქჩრდილებულ ქუჩის პირებთან...
შაბიამანის ჭორფლებით სავსე
ფოთლებს ჰყრის ქარი ვაზის ძირებთან.
ემშვიდობება მტევანი ლერწებს,
ჭიგოს უჩუმრად ჩამოსდის ცრემლი,
გულგაღეღილი დგას საწნახელი
და ტკბილ ნერწყვს ყლაპავს თავღია ქვევრი.

??????