ჯავახიშვილი თამარ
გაზიარება

* * * "მე შემოდგომის ვარდებში"  ექსკლიუზივი

მე შემოდგომის ვარდებში გხედავ,
(მთვარისფერია ვარდი ღამეში),
შენსკენ მოხედვას მიბრძანებს ბედი
და შენ სახელად ხარ გილგამეში...
მაგრამ ვერ მოხვალ, მთებს არ დავეძებ,
გადმოსალახი არის მდინარე,
მხოლოდ სიკვდილში გველის შეხვედრა, –
ამიტომ ჰქვია წარსულს – `წინარე~...
საწამლავია შენი ალერსი,
კაბის კალთაზე სიკვდილი მკოცნის,
ჩემი გრძნობაა მრავალ ათას წლის,
შენ კი, გილგამეშ, ხარ მხოლოდ ოცის...
შენ გზას ადგიხარ დაუსრულებელს,
სივრცის ჭურჭელში ციმციმებს ჟამი...
წაიღე მაგ გზით ჩემი სოცოცხლეც
და ბეჭდის თვალში მაჩუქე შხამი...

??????