ჯაფარიძე თემურ
გაზიარება

საშველი 

საშველი არის, როგორ არ არის.
ოღონდ ნურარა ნუ მოგინდება.
ნუ მოინდომებ საყვარელ მხარის
თავისუფლებას და მის დიდებას.
საშველი არის, თუ დახრი თვალებს
და უარს იტყვი ფუჭ ოცნებაზე.
უარმყოფელი ცხოვრების ძალებს,
თუკი მიუშვებ თავის ნებაზე.
თუ წახვალ ჩუმად იქიდან, სადაც
არის ცდუნება ბედნიერების.
თუ არ ინაღვლებ დანაკარგს ათასს,
ქმედების სურვილს თუ მოერევი.
თუ სანთლის ალებს და ფერად ხატებს
არაფერს არ თხოვ, ჩუმად იქნები.
თვითუარყოფას გულში თუ დატევ,
თუ არ მოძებნი საშველს ფიქრებით.
თუ არ ეცდები ფიქრით სულელით
ამოხსნა დიდი სირთულე არსის.
თუ დაშრეტილი გახდი სრულებით,
საშველი არის, როგორ არ არის...

??????