გაზაფხულია
... დარჩენილა და ორღობეში ატირდა თოვლი.
ადიდებულა, ყვიროდა და ბევრსაც იყვირებს.
გაშლილ მინდორზე
სიოსავით შრიალებს მოლი.
ტოტზე კვირტები
ბარტყებივით აღებენ პირებს,
გაზაფხულია!
და ჩიორა კვირტი ფოთლებს შლის.
შემოეცალათ
თუთის ხეებს ხავსის ბეწვები,
მიდის ზამთარი
ფეხაკრეფით, სოფლის ბოლოში
ატირდა ვაზი –
ეს გაზაფხული იბადება გასხლულ ლერწებში.
იცინის მზე და
სხივხვავიანს, ეტყობა, მოსწონს: –
ვაზის თეთრ ცრემლებს
გაზაფხული ხბოსავით რომ წოვს.