გაბაიძე გიორგი
გაზიარება

პოეტეს 

ქალტამზე(ანა) სურმანიძეს

დროის ცვალებადობა
ჩემზე ისე მოქმედებს,
როგორც შენი თვალების
მოზურმუხტო აურა,
მარტივია ცხოვრება
ერთად, ჩემო პოეტეს,
მარტოობას საფლავშიც
ვერ ავიტან, აუ რა
უაზრობით
გამყინავს
უშენობა თუ გინდ იქ,
სიცივეში ვინატრებ
თბილ-თლილ თითებს უდაოდ,
ვერ ავიტან! ცოდვილი!
სამოთხისებრ შუქივით,
სიქათქათეს თოვლივით
მომათბუნებ თუ დაო.

ორსულ ზეცას ცრემლივით,
ლოყებს ჩამოუცვარავ,
როგორც ნამი სიცოცხლედ,
გვირილაში იმცვრევა,
მე კი ვხვდები პოეტეს,
ზურმუხტისფერს. . .
თუმცა რა,
ფერი შენი თვალების
ზეცას მისცა იმ ცრემლმა. . .

??????