გ-ელი-ნო
ჩალით სავსეა მერეგი,
მიმინო ცაში სეირნობს,
აკვანს მიხედე მერე კი,
გვერდზე მოგვიჯექ გელინო.
ნახე სირთების გადაღმა,
ჩვენი მიწები მთავრდება,
ჰოდა იმღერე ხმამაღლა,
იქ დედეს გუუხარდება.
იტყვის მომესწრო ბიჭები,
შეკრთება, გაფაციცდება,
რომ კიდევ დააბიჯებენ,
შენფერი ყირმიზ-ციცები.
გელინო ჰოდა იმღერე,
იმღერე დუშმნის ჯინაზე,
ყელი შველივით იღერე,
ნუღარ იფიქრებ იმაზე -
რაც იყო, და ნურც შეგრცხვება,
ქალი ხარ ღრუბლის ნაჭარი,
გიზგიზებ მადლის ცეცხლივით,
გამათბობელო აჭარის.
სავსე მაქვს გულის მერეგი,
ცაში მიმინო სეირნობს,
აკვანს მიხედე, მერე კი,
გვერდზე მოგვიჯექ გელინო.
მიმინო ცაში სეირნობს,
აკვანს მიხედე მერე კი,
გვერდზე მოგვიჯექ გელინო.
ნახე სირთების გადაღმა,
ჩვენი მიწები მთავრდება,
ჰოდა იმღერე ხმამაღლა,
იქ დედეს გუუხარდება.
იტყვის მომესწრო ბიჭები,
შეკრთება, გაფაციცდება,
რომ კიდევ დააბიჯებენ,
შენფერი ყირმიზ-ციცები.
გელინო ჰოდა იმღერე,
იმღერე დუშმნის ჯინაზე,
ყელი შველივით იღერე,
ნუღარ იფიქრებ იმაზე -
რაც იყო, და ნურც შეგრცხვება,
ქალი ხარ ღრუბლის ნაჭარი,
გიზგიზებ მადლის ცეცხლივით,
გამათბობელო აჭარის.
სავსე მაქვს გულის მერეგი,
ცაში მიმინო სეირნობს,
აკვანს მიხედე, მერე კი,
გვერდზე მოგვიჯექ გელინო.