კარმელი შალვა
გაზიარება

პოლ ვერნელს 

შენმა გენიამ ცრემლით მოგემა
სისხლნაკლულევან პარიზის ვნება.
შენი სამეფო იყო ბოჰემა
და შენთვის ქრისტე ციხეში ჩნდება.

ო, შენი სული წმინდა, მონაზე,_
დამძიმებული მრუში დღეებით...
ანთებდი მესსას ნორჩ მადონნაზე
ცოდვებით,ღვინით დაკაფეებით!

იყავ მახინჯი და ღირსეულად 
ლათინურ უბნის საკვირველება.
აგაყოლებდა დემონს სნეულად 
მწვანე აბსენტით ტვინის სველება.

ერთ გაქანებით რემბოს შენებდი,
მაგრამ დაქვრივდი წყევა_გინებით.
და ნათრევალი მოისვენებდი
საავადმყოფოს თეთრ ლოგინებით.

ვით homo duplex იყავ ორსული.
იყო ვენერა, თხრობა, როზგები.
ნელა ქრებოდა დღე ავხორცული
და ხელს გიკრეფდა ხარბი როსკიპი!

??????