მთაწმინდას
რამაც ფიქრი არეული დაწმინდა.
მიყვარს ამ მთის მყუდრო იდუმალობა,
მწუხრის ჟამზე იქ მგოსნების გალობა!
მიყვარს კალთა დაფნის გვირგვინოსანი, -
სადაც ღამით რონინებდა მგოსანი,
სადაც კვნესდა ,,ქართლის ბედზე,,ყრმა შვილი-
საყვარელი ჩემი ბარათაშვილი!
ეჰ, მთაწმინდავ, განწირულთა სადგურო,-
ოდეს დღენი ქვეყნად გავინადგურო,
ევედრები, კარმელს ნუღარ წამწყმიდავ, -
შენს წიაღში ჩამიკონე მთაწმინდავ!...
1920