ფუტკარაძე ნიკა
გაზიარება

* * * "ღამე შავთვალა" 

ღამე შავთვალა ფანჯრიდან თოვს
და შადრევნებად ეშვება ვნება,
მთვარეს კაეშანი სიყვარულს ფენს
და ქვიშის სული ქარს ფიქრით ფერავს.
წყავის ტოტებს ვერ დაამტვრევს ქარი
და ვერ მიუტანს დაყინულ კვირტს გუნდას,
სურნელი იყო, სიო ქროდა ნაზი
და ზღვის შუაგულს თოლიები აზის.
რომანობს მთვარე, ციდან ცვენაა ვარსკლავთა,
ხიდან წყალში ვარდის ფურცლები ჩავარდა
და ფიფქის ბატონს თმები უშალა ღამემ,
ეკაეშნება და თავზე უზის მთვარეს.
მე მიყვარს ვარსკლავის ცვენა და ვარდნა
ღამის ხევიდან ელვარე წამად,
მე მიყვარს მთვარის გვირგვინის დაპწნა
და ზღვის შუაგულში რომეოს ნახვა.
ტალღას პოტინობს თეთრი თოლია
კვლავ იღბლის ეტლსა გამოჰყოლია.

31.10.10წ.

??????