ფიქრები ძველი არხოტის ნანგრევებთან
გზებს მიუყვება
კეხა და კიმხა, _
თითქოსდა ლელა
ისევ აქ არის.
უპყრია ვერცხლის
საყვირად ჭიმღას
ასა
და მთების დუმილს აქარვებს.
ლურჯ სევდას აღვრის
მგზავრი ახიელს
მოლს გვირილების აკრავს ღილები,
მთები დათოვლილ დროშებს არხევენ
ზეცას ღეჭავენ კლდეთა კბილები.
ამ სიჩუმეში თეთრი საყვირი,
არხოტის წყალი თეთრ ხმად იღვრება,
ღრუბელი მღვრიე დუმილს ამყარებს
რომ მოისმინოს წვიმის სიმღერა,
მეხება მხრებზე ცივი ქუსლებით
წვიმა
და ხევზე ხმაურით გარბის.
კედლები ჭოტის მოთქმას უსმენენ
და გამარჯვებას ზეიმობს შამბი.