სვანიძე თენგიზ
გაზიარება

თოვლი ქალაქში 

ცივი სითეთრით ჩამოდის თოვლი,
თბილია თოვლშიც შენზე ოცნება...
გადაკარგული სიზმრები მოვლენ,
მოვლენ ტკივილად და გაოცებად.
დაგეძებს სული-სევდის დობილი,
ციდან ჩამოდის თოვლი ქათქათით,
და თეთრ კაბაში გამოწყობილი,
დედოფალივით მოჩანს ქალაქი.

??????