სვანიძე თენგიზ
გაზიარება

აგვისტოს წვიმა 

მზე, გასაოცრად უცხო და ფიცხი,
ქალაქის თავზე ლესავდა მახვილს...
დაჭიხვინებდა ქალაქში სიცხე,
ცხელი ქარები ღეჭავდნენ აღვირს.
ცას მოეფინა ღრუბლების ჯოგი,
გადააშავა ზეცის მარმაში...
ვით ფეხშიშველა, სოფლელი გოგო,
შემოგოგმანდა წვიმა ქალაქში.

??????