ბიძინაშვილი აკაკი
გაზიარება

ირაო 

ღმერთო! მიშველე და მაპატიე,
ეს აღტაცება და სიხარული!...
ტერენტი გრანელი
გულზე დამადეთ ყვავილის ტოტი,
ჩემს სიცოცხლეზე აზრი მეცვლება,
სიკვდილო! გელი, თუ მოხვალ, მოდი,
თორემ მე შენთვის აღარ მეცლება.
მე უნდა ცაში შევკრა ირაო,
მოვინახულო მაღალი ღმერთი,
ზღვა და ხმელეთი ავაყირაო
და გავიღვიძო ვარსკვლავთა გვერდით.
მე ჯერ სიცოცხლე არ განმიცდია,
შარაზე კოჭლი ეშმაკი ბუქნავს,
წინ უკვდავების წლები მიცდიან,
მათ გვერდით უნდა მივუჯდე სუფრას.
მწველი სიმღერა ცაში გაიგონ,
ჩანგი მაჩუქოს ზღვისა ფერიამ,
მსურს, უკვდავების ძეგლი აგიგო,
აქ დასამალი არაფერია!..
შემოვიგლიჯე ბორკილი ტანზე
და გონებასაც ავხადე ლუქი,
მე უნდა მალე ვიხილო სხვა მზე,
ჩემი ოცნება ნურავის უკვირს!
რადგანაც ქრისტე ვიწამე მშობლად,
აღარავისთან არა ვხირაობ!
არ შემიძლია მიწაზე ყოფნა,
მე უნდა ცაში შევკრა ირაო!

??????