ბიძინაშვილი აკაკი
გაზიარება

დედა 

ჰოი, დედანო, მარად ნეტარნო!..
დარდს ვერავის ვუმხელ,
სევდა დამაქვს კენტად,
სიზმრად ვნახე წუხელი,
თმაჭაღარა დედა.
რა ვიფიქრო, აბა?
ყოველ ღამეს მითევს,
გამისწორებს საბანს,
დამიკოცნის თითებს.
დაიმღერებს `ნანას~,
შუქს მაჩუქებს მზისას,
ვარდს დააფრქვევს შარას –
გასავლელი მზისას.
დაუძახებს მამა,
ერთი წუთით ითმენს,
ადგება და წავა,
გავიღვიძებ ვიდრე.
დარდს ვერავის ვუმხელ,
სევდა დამაქვს კენტად,
სიზმრად ვნახე წუხელ,
გარდაცვლილი დედა.

??????