სანიკიძე ირმა
გაზიარება

ფოლაქებივით 

ცხოვრებას შენი ცხოვრებით ვლამბავ, 
შეკოწიწებულ დღეებს ვაკერებ, 
აბრეშუმივით მოგეტკიცები, 
კოცნას ავაჭრი ვნება- საკაბეს. 

აწყვეტილი აქვს ღამეს სიზმრები, 
გადავიკეთებ ცას ჯიბეებად, 
ჩემი სიცოცხლე  ავერლოკია- 
ბავშვობა უკვე გამოიძენძა. 

ფოლაქებივით თვალების მზერა, 
სამყაროსხელა ცოდვას დაუშვებს, 
მეგემრიელე ტუჩზე ულუფად – 
კოცნა რომ დადე, ძნელად საშოვნი. 

მოხერხებულად ეხვევა ლექსი 
ოთხფა ფრაზებით ძველ თითისტარზე, 
დამეჩხვლიტება სიტყვებით თითი, 
სისხლის წვეთებს კი წერტილებს ვარქმევ. 

აპრილმა მზე თუ სხეულში გახსნა, 
თვალებში სხივი წვეთებად მისვი, 
ცხოვრებას შენი ცხოვრებით ვლამბავ, 
ვერ მოვიხდენ და დარღვევაც  ვიცი. 

??????