ნიშნიანიძე შოთა
გაზიარება

* * * "ვერ დაემალა" 

ვერ დაემალა შურს და ქიშპობას
ვერც შინ, ვერც გარეთ,
ვერც სანგარივით გაჭრილ სტრიქონში
ვერ დაემალა.
მთელ ქვეყანაზე არსად დარჩა დასამალავი
და უკანასკნელ სანგარივით უცდის საფლავი.

??????