* * * "კარს მივადექი..."
კარს მივადექი... და ტანში გამცრა და გამოვბრუნდი უკან ბარბაცით: ბუკინისტური დარაბის ნაცვლად შემრჩა სახინკლე...ლუდის დარბაზი...
და ამედევნა ისეთი განცდა, თითქოს აღმოვჩნდი საყვარელ სახლთან, შევირბინე და... მეგობრის ნაცვლად გადიდებული სურათი დამხვდა...
|