ნიშნიანიძე შოთა
გაზიარება

* * * "რაც იქნებოდა" 

რაც იქნებოდა შენც ყოფილიყავ
ცოტა თამამი, ცოტა ქილიკიც.

შენც გეკუდრაჭასანაძლეოთი.
შენ გეღლაბურცა, გელაზღანდარა,
ცხოვრებას ზურგზე შენ მოქცეოდი,
როგორც ფერადი ჩიტი ქანდარას.

შენც დაგენახა ეს სიზმარეთი,
როგორც მაყრიონს ეკლის კოფოდან,
სხვების საწუხარს რას იმატებდი,
შენი ისედაც ხომ გეყოფოდა.

ვერა, ვერ ახსნი ზოგის ცხოვრებას,
ვერც ჩუმი ჭვრეტით, ვერც პაექრობით,
ბევრჯერაც დაგწყვეტს გულს განშორება
ან სიახლოვე ზოგი მეგობრის.

მადლობელი ხარ იმ დიდი ეჭვის,
რითაც ყველაფერს თლიდი და ჭრიდი,
ვერა, ცხოვრებას ვერ შეეჩვევი,
როგორც გალიას ფერადი ჩიტი.

??????