რაინაული ფარნაოზ
გაზიარება

ბოლოს და...ბოლოს... 

ჭეშმარიტება ღვთიურია, –
ღვთისავე ნებით,
სიმართლის ძალნი
გვერდს გვიდგანან
ძმებად და
დებად...
უსამართლობა
გვანადგურებს
ათასი ვნებით, –
იმდენჯერ ვკვდებით,
რამდენჯერაც
სიმართლე კვდება...
ვერ ვშველით გვიან, –
ვეღარაფრით,
ზეცაო ბროლო, –
ამაო არის –
ვიშვიში და
ალმურის დება...
უნდა ვიცოდეთ,
უნდა მივხვდეთ, –
ბოლოს და ...
ბოლოს, –
იმდენჯერ ვკვდებით,
რამდენჯერაც
ღირსება კვდება...

??????