ბარნაბიშვილი მერი
გაზიარება

*** "აქ ყოფნის ნიშნად დავტოვო რამე" 

აქ ყოფნის ნიშნად დავტოვო რამე,
თუ არაფერი არის საჭირო,
ან გაგაღვიძო ხანდახან ღამით
და უჩემობით მწარედ გატირო.
ეს სიყვარული ღირს ნეტავ იმად,
რომ ყველაფერი მისთვის გავწირო,
რომ გავუმკლავდე ლექსების წყურვილს
და შენი ხვედრი გაინაწილო.
აქ ყოფნის ნიშნად დავტოვო რამე,
თუ არაფერი არის საჭირო,
თუ გაგაღვიძო ხანდახან ღამით
და უჩემობით მწარედ გატირო.

??????