ხაიაური ალაზა
გაზიარება

*** "თმები? სადღაა ძვირფასი თმები" 

თმები? სადღაა ძვირფასი თმები,
წუთისოფელი რა სწრაფად მიდის,
მოგონებების ალზეღა ვთბები...
მეხსიერებას მადლობა დიდი.
და იგი წამი ვიდრე სულ წამშლის,
(თუმც რით ვიცოცხლებ, დავტოვე აქ რა?)
რა მეშველება ვიკითხო მაშინ
მეხსიერება თუ თმისებრ გაქრა...

??????