ხაბეიშვილი სოლიკო
გაზიარება

*** "დიდი ხანია" 

დიდი ხანია ვარსებობ სხვაგან,
აქ რასაც ხედავთ ჩემი ლანდია,
მიუწვდომელი ჩვენთა თვალთაგან
რაცაა, სწორედ ის მაბადია.
იქ ბორგავს ჩემი სული და ფიქრი,
გულიც იქაა, იქაა დარდიც
და ყოველ დილით მე თვალებს ვითხრი,
რომ არ შევნიშნო აქ ჩემი ლანდიც.
ესაა დასტურ სიცოცხლე იქნებ,
წუთისოფელი რომელსაც გაცლის;
დიდი ხანია მივენდე ფიქრებს,
უტყუარია ფიქრები კაცის.

??????