ადეიშვილი ნოდარ
გაზიარება

გიორგი სააკაძე 

თუ დღემდე ერქვა ამ ცას ედემის,
არ ჰქნათ, არც აწი დაჰკიდოთ ბეწვზე...
ვკვდები და ვყვირი: – ნუ დანებდებით,
არ არის მტერი ყველაფრის შემძლე.
თქვენ კი, რა ვიცი, თუ თავს არ ირთობთ,
აბა, რას მითვლით მაშინ ღალატად,
ვინ ვარ და რა ვარ, დღესაც რომ მკითხონ,
დღესაც ვიყვირებ:
შვილო პაატა!

??????