ჭიჭინაძე გივი
გაზიარება

*** "დუმს" 

დუმს, თვლემს შუადღე და ტყე შუამთის.
მიწა სავსეა ფოთლის ნამქერით.
ამაღლებულა სული სულმნათის
და დედამიწას უხმოდ დასცქერის. . .
და ასე სულმთლად სასომიხდილი
დიდი დუმილით გადადის საზღვრებს.
ხევებში ისმის წყალთა ქვითინი,
ვინ იცის, წყალნი ტირიან რაზედ. . .

??????