რამიშვილი ოთარ
გაზიარება

მე დღეს წვიმამ დამაღონა 

მე დღეს წვიმამ დამაღონა,
ამადევნა სევდის ტალღებს,
შენი თავი მომაგონა,
თოლიების გუნდს რომ გაჰყევ.
გიგონებ და ვითვლი წვეთებს,
უსასრულოდ ნაფრენს ციდან,
შენზე ფიქრი განათეთრებს,
ამ ჩემს გულში ფრთებს რომ შლიდა.
შენი ნახვის მოლოდინი
არ მასვენებს, არ მაძინებს,
წუთებს ვითვლი ყოველ დილით
ოცნებებით გიმსხვრევ მინებს.
მე დღეს წვიმამ დამაღონა,
ამადევნა სევდის ტალღებს,
შენი თავი მომაგონა,
თოლიების გუნდს რომ გაჰყევ.გვიხმობს გზა წაღმართული
და გვხამს ეშხით სიარული!
ყველაფერი _ ქართული!
ანუ ზექრისტიანული!..

??????