თბილისო
ყველა შენ გეტრფის, ჩემო თბილისო,
ქვეყანას შენი ნახვა სწყურია,
ულევი ზღვა ხარ სიყვარულისო,
შენში ზამთარიც გაზაფხულია.
ვის არ მოხიბლავს შენი მთაწმინდა,
ძველი თბილისის ძველი იერი.
თბილისელი ვარ, თბილისში გავჩნდი,
მეამაყება, ვარ ბედნიერი.
ჩემო თბილისო, ჩემო ლამაზო,
გამშვენებს მთები, გალაღებს მტკვარი,
ისე მიყვარხარ, ვერსად ვერ გავძლებ,
უშენოდ გული მექნება მკვდარი.
მტერთა რისხვა ხარ, მოყვრის იმედი,
მინდა გიმღერო, შენზე ვილოცო,
მეორე დედავ, ჩემო მშობელო _
მსურს, რომ მე შენი ქუჩები ვკოცნო.