მებურიშვილი ტაგუ
გაზიარება

უთქვენობა სულ არ მინდა 

ასე ვფიქრობ ახლა, თბილისს მომავალი სურამიდან
აღარ მინდა თქვენთან ყოფნა, უთქვენობა სულ არ მინდა.
იმდენჯერვე დაგიბრუნდით, გაგექეცით რამდენჯერაც,
აღარ მჯერა თქვენი, თანაც ის არ მჯერა, რომ არ მჯერა.
არ მსურს, მაგრამ ისე გგავართ, ვით ტყუპის ცალს, ცალი ტყუპის,
თქვენ მამღერებთ და ცრემლებიც თქვენგანვე მდის ღაპა-ღუპით.
აღარ მინდა თქვენთან ყოფნა, უთქვენობა სულ არ მინდა.
ასე ვფიქრობ ახლა, თბილისს მომავალი სურამიდან.

??????